აპრილი12 , 2024
ბიზნესი McDonald's-ის ახალი ქსელი ჩინეთში

[:ka] McDonald’s-ის ახალი ქსელი ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ახალი McDonald’s-ის კომპლექტი,  უფრო სწრაფი გაფართოებისთვის ჩინეთში.

2022 წლამდე, ჩინეთის პატარა ქალაქებში 2000-მდე სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნება.

McDonald’s-ის სწრაფი კვების მსოფლიო ქსელმა ჩინეთთან პარტნიორობა დაიწყო, რაც სწრაფ გაფართოებას გულისხმობს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში, ეს გეგმა მომდევნო 5 წელზეა გაწერილი.

[ფოტო/Visual China]

გეგმა, ძირითადად, ჩინეთის მესამე და მეოთხე დონის ქალაქბზე ახდენს ფოკუსირებას, რომელიც  მიტანის სერვისთან ერთად სხვადასხვა ელექეტრონულ სერვისებსაც გულისხმობს.

კომპანიის ინფორმაციით, განვითარებას წელს 250 სწრაფი ობიექტის გახსნა შეუწყობს ხელს, ეს მაჩვენებელი მომავალში ორჯერ გაიზრდება.

ახალი პარტნიორობის – “CITIC Ltd”, “CITIC Capital”, “Carlyle Capital” და “McDonald’s” კომპანნიებმა $2,08 მილიარდი, კონტინენტალურ ჩინეთში და ჰონგ კონგში, ამერიკული სწრაფი კვების ობიექტების ქსელის გაფართოებისთვის დააბანდეს. შეთანხმება 31 ივლისს დამტკიცდა.

[ფოტო/Insideretail]

ახალი კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, მაკდონალდსის ყველაზე დიდი ფრანჩაიზი გახდება.

“CITIC Ltd” და “CITIC Capital” ერთობლივად ახალი კომპანიის 52%-ს ფლობს, “Carlyle Capital”-ის 28% -ს, ხოლო “McDonald’s”-ის 20%-ს.

ამჟამად, McDonald’s-ი ჩინეთის ტერიტორიაზე, 2500  რესტორანს კონტინენტალურ ჩინეთში და 240 რესტორანს ჰონგ კონგში ხელმძღვანელობს. ახალი კომპანია, უშუალოდ 2000 რესტორანს უხელმძღვანელებს.

McDonald’s-ის გლობალური დომინირების მიუხედავად, KFC-ის ქსელი, რომელსაც “Yum China” -ს კომპანია ფლობს, ჩინეთის სწრაფი კვების ობიექტებიდან ყველაზე მოთხოვნადია, Yum China KFC-ის 5000 რესტორანზე მეტს  ფლობს 1100 ქალაქში.

მაკდონალდსის ახალი პარტნიორობის მიზანი არის მომდევნო 5 წელიწადში გაყიდვების ორჯერ გაზრდა.

“ჩინეთი ძალიან მალე ჩვენი ყველაზე დიდი ბაზარი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ”- განაცხადა სტივ ისტერბრუკმა, მაკდონალდსის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

[ფოტო/Insideretail]

ჭანგ ი’ჩენი, ჩინეთის მაკდონალდსის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რესტროსნის ლოკალურ დონეზე ფლობა, კომპანიის შიდა სამეწარმეო სურვილს გაამძაფრებს.

მჭიდროდ დასახლებულ ჩინეთში მზა საკვების ძლიერი მოთხოვნის უზრუნვეყოფისთვის ჭანგმა ისტერბრუკს განუცხადა, რომ აუცილებელია ჩინეთის ბაზრისთვის მორგებული ინდივიდუალური პროგრამული სისტემის შექმნა და მაკდონალდსის IT-ჯგუფის მხარდაჭერა ჩინეთის ბიზნესისთვის.

ჩინეთის McDonald’s-ის თავმჯდომარის განცხადებით, CITIC-ს  ჩინეთს მასშტაბით 1400 ბანკის ფილიალი აქვს, ახალი კომპანიის ძირითადი მფლობელები მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებენ: ფულადი სახსრებით, უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტიზით, მომმარაგებლის ქსელით, საცალო ვაჭრობით, სამომხმარებლო პროდუქციითა და ტექნოლოგიებით, ამავე დროს McDonald’s-ის ბრენდირებით, მათთვის გამარჯვების ფორმულაა.

ჯეისონ იუმმა, Kantar Worldpanel China-ის ფირმის  გენერალურმა მენეჯერმა, რომელიც მყიდველის ქცევებს შეისწავლის განაცხადა, რომ  CITIC, მესამე და მეოთხე დონის ქალაქებში ბევრ ფილიალს ფლობს და, ამიტომ კარგად ესმით ადგილობრივი ბაზარი,  მათ შესაძლებლობა ექნებათ დაეხმარონ McDonald’s-ს ახალი რესტორნებისთვის შესაბამისი ვებ-გვერდების მოძიებაში და გააცნონ სასარგებლო ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები