Home ბიზნესი საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების ოფიციალური ცერემონია

[:ka]საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების ოფიციალური ცერემონია[:]

0
5516

[:ka]

საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება. საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა დღეს ჩინეთის ქალაქ პეკინში, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი – ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“.

დეკლარაციის თანახმად, ჩინურმა კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-მა და კომპანია „Eurasian Invest LLC”-მა აიღეს ვალებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი განხილვების ოფიციალური პროცედურები.

დეკლარაციას საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.

„ჩვენი საბანკო სისტემისათვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია საბანკო სექტორში,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ.

მისი თქმით, საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბანკის მხრიდან მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარებისათვის.

ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი – 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.

[:]

NO COMMENTS