აპრილი12 , 2024
Projects"სარტყელი და გზა"სინომედიასა და წამყვან ჩინურ საინფორმაციო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

[:ka]სინომედიასა და წამყვან ჩინურ საინფორმაციო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პეკინში, ქართულ-ჩინურ საინფორმაციო სააგენტო “სინომედიასა” და ჩინეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტოს “ხუანციოუ შიპაო”(Global Times) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. Image result for 环球时报 logo

მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლას სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ასეთი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეების ურთიერთშეცნობას და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

მემორანდუმს ოფიციალურად ხელი მოაწერა, ორი მხარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სინომედიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარინე ჯიბლაძემ და ხუანციოუ შიპაოს ვიცე-პრეზიდენტმა, სიემ.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „სინომედია“ 2017 წლის იანვარში დაარსდა, წარმოადგენს ონლაინ საინფორმაციო სააგენტოს. მიზნად ისახავს საქართველო-ჩინეთს შორის არსებული კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება – გავრცელებას, საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში და პირიქით, ჩინეთის ცნობადობის გაზრდას – საქართველოში, ორიენტირებულია კონკრეტულად  ქვეყნის ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს გაშუქებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების, ინვესტორების მოზიდვას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ჩინეთის ბაზარზე.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები