მარტი24 , 2024

გაზაფხულის ფესტივალი

-

- Advertisment -spot_img

გაზაფხულის ფესტივალი, იგივე ჩინური ახალი წელი (ჩინ.: “春节” „ჩუნძიე“ ), ჩინელი ხალხისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. გაზაფხულის ფესტივალი ყოველ წელს სხვადასხვა დროს იმართება (როგორც წესი, 21 იანვრიდან 20 თებერვლის შუალედში) და ის დამოკიდებულია მთვარის კალენდარზე.

თუკი ჩინური ახალი წლისთვის ჩინეთში მოხვდებით, თვალს მოგჭრით ქუჩების უმშვენიერესი მორთულობა. ჩინელები ამ დღესასწაულისთვის სახლსაც განსაკუთრებულად რთავენ. სახლის დასუფთავება და მორთვა ჩინურ ახალ წლამდე 2 კვირით ადრე იწყება და მასში ჩართულია მთელი ოჯახი.

სახლის დალაგება-დასუფთავებით ჩინელები სიმბოლურად გასული წლის „მტვერს“ იშორებენ და ემზადებიან ახალი წლის იღბლის მისაღებად. მორთულობაში დომინირებს წითელი ფერი.

ჩინელი ხალხისთვის ეს დღესასწაული ოჯახის გაერთიანებასთან ასოცირდება. ფესტივალის დაწყებამდე და მისი დამთავრების შემდეგ მუდამ გადატვირთულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, – ყველა სახლში ბრუნდება, რათა უქმეები ოჯახთან ერთად გაატაროს.

ოჯახურ სადილზე მრავალი სახეობის კერძს ამზადებენ. თუმცა, მათ შორის ყველაზე ტრადიციული გახლავთ ძიაოწ’ (ე.წ. „პელმენები“) ჩრდილოეთში, ხოლო სამხრეთში – ნიენკაო (ბრინჯის ნამცხვარი).

გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებული მრავალი ტრადიცია არსებობს, ერთ-ერთი მათგანია „წითელი კონვერტების“, ე.წ. „ხუნგპაოების“ დარიგება, რომლებშიც ფული დევს. როგორც წესი, ამ კონვერტებს უფროსები აძლევენ ბავშვებსა და მოზარდებს. საინტერესოა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩინელებმა თავიანთი ტრადიციების ტექნოლოგიებთან შერწყმაც შეძლეს და ბოლო პერიოდში „ხუნგპაოებს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის („ვიჩატის“) მეშვეობით აგზავნიან.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები