[:ka]Starbucks-ი ჩინეთის ბაზარზე გაფართოებას გეგმავს[:]

[:ka]

Starbucks-ი, მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე ცნობილი ყავის კომპანია, შანხაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი კაფის გახსნას გეგმავს. ფილიალი ორ სართულზე იქნება განთავსებული, მთლიანობაში 2700კმ²-ს დაიკავებს და მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. მათ შორის ლუდის მოხარშვის რამდენიმე წესს, სპეციალურად დამუშავებულ ჩაის და მრავალფეროვან იტალიურ სამზარეულოს.

ყავის წარმოების ყველაზე მსხვილი კომპანია მაღაზიის, კაფისა და მომსახურების სფეროში სიახლის შეტანას გეგმავს.  უფრო მრავალფეროვანი შემოთავაზებისთვის კომპანია შანხაის ფილიალში, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს.

Starbucks Reserve Roastery-კომპანიის უმსხვილესი მაღაზიაა. მისი ანალოგი, პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიეტლში გახსნეს. უახლოეს მომავალში მსგავსი ფილიალების გახსნა იგეგმება მილანში, ნიუ-იორკსა და ტოკიოში.

[ფოტო/VCG]

Starbucks Coffee Company- ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ ჯონსონმა “China Daily”- ს განუცხადა, ახალი ტიპის სასმელების და მაღაზიების დიზაინის თვალსაზრისით Roastery ინოვაციური კერად იქცევა თავისი მაღაზიებისთვის. მისივე თქმით, კომპანია ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს ციფრული გამოცდილების გაღრმავების მიზნით, რათა  Starbucks-ის ფილიალებში დაინერგოს მობილურით გადახდისა და შეკვეთის და მიწოდების ჯაჭვის მართვის სისტემები.

ამჟამად, კომპანია ჩინეთში ახალ მაღაზიას ყოველ 15 საათში ხსნის და ყოველწლიურად 20 ახალ ქალაქს აღწევს. ეს ყველაფერი ყავის ჯაჭვის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია. ჩინეთი არის კომპანიის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი, რომელიც მოიცავს 136 ქალაქში მდებარე 3000-ზე მეტ მაღაზიას. 2021 წლისთვის ქვეყანაში 5 000 მაღაზია იქნება.

 [:]

კომენტარის დატოვება