Home კულტურა მეცნიერება ვიჩატის “სტუმართმოყვარეობის” ციფრული ბიძგი

[:ka]ვიჩატის “სტუმართმოყვარეობის” ციფრული ბიძგი[:]

0
72
[ფოტო/IC]

[:ka]

საკვების თანხის გადახდა და ტაქსის გამოძახება ვიჩატის მეშვეობით ჩინეთში უკვე აღარავის უკვირს. აპლიკაცია “ყველაფერი ერთში” ახლა ბედს აქტივების ზრდის ინდუსტრიაში, სტუმართმოყვარეობაში ცდის.

Tencent-ის ცნობილი აპლიკაცია, რომელიც თავიდან მხოლოდ მესენჯერის ფუნქციას ასრულებდა ახლა ბევრ როლს ითავსებს. Tencent-მა მსოფლიოში პირველ მიწისქვეშა სასტუმროსთან, InterContinental Shanghai Wonderland, სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

სასტუმრო ცდილობს სტუმრებს საინტერესო გამოცდილება შეუქმნას. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დაჯავშნონ ოთახები, წინასწარ შესახლდნენ, გამოიძახონ ოთახის სერვისი და გადაიხადონ გადასახადი რეალურ დროში, ვიჩატის აპლიკაციის ფუნქციებში სმარტფონის ეკრანზე თითის ერთი დაჭერით.

Tencent-მა სახის ამოცნობის შესაძლებლობის ტექნოლოგია YouTu ლაბორატორიაში შექმნა, რათა პიროვნების დამადასტურებელი ავტორიზაცია უფრო მოქნილი გაეხადა, რამაც სასტუმროს გლობალურად ყველაზე მოსახერხებელი პირობები შეუქმნა.  ამ ტექნოლოგიის მეშვეობით სასტუმროს საშუალება ექნება აღმოფხვრას გრძელი რიგები მიმღებში.

სტუმრებმა თავიანთი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უნდა დაადონ სპეციალურ მოწყობილობაზე და სახის სკანირება გაიარონ, პიროვნების დადასტურებისთვის. ეს კი შესახლების პროცესს 3-5 წუთიდან 30 წამამდე ამცირებს.

ამასთან სტუმრებს საშუალება აქვთ თავიანთი ნომრის კარი აპლიკაციის მეშვეობით გააღონ და ჩაკეტონ. ასეთი სახის მომსახურეობა ჯავშნების გაზრდის წინაპირობაა.

ციფრული სეგმენტების დამატება სერვისში, სასტუმროებს მისცემს საშუალებას დარჩნენ კონკურენტუნარიანები, კმაყოფილი დატოვონ სტუმრები და აქციონ ისინი მუდმივ კლიენტებად, რაც ბიზნესისთვის ძალიან მომგებიანია.

ვიჩატი, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს აპლიკაციის მუდმივ განვითარებაზე და მოქნილობაზე მუშაობს, განსაკუთრებით ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიც არის კვება და საცალო ვაჭრობა.

[:]

NO COMMENTS