[:ka]WeDoctor-თანამშრომლობის გაღრმავებას ჰონგ-კონგსა და სამხრეთ აზიაში გეგმავს[:]

[:ka]

WeDoctor, ონლაინ ჯანდაცვის მომსახურების კომპანია, რომელიც შეიქმნა ჩინეთის ინტერნეტ მომსახურების წამყვანი მიმწოდებლის Tencent-ის მხარდაჭერით, ჰონგ-კონგსა და სამხრეთ აზიაში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს. კომპანიის მიზანია აზიასა და ჰონგ-კონგში სამედიცინო დახმარების დაწესებულებებისა და ჯგუფების გააფართოება, რაც მომავალში კომპანიის წარმატებას და მეტი ინვესტორის დაინტერესებას გამოიწვევს.

WeDoctor-ის წარმომადგენელის ჯეფ ჩენის განცხადებით, ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰონგ-კონგისა და სამხრეთ აზიის სამედიცინო დახმარების ჯგუფებთან. მისივე თქმით, თანამშრომლობის საკითხი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გადაწყდება.

ონლაინ ჯანდაცვის მომსახურების კომპანია WeDoctor 2010 წელს დაარსდა. იგი საავადმყოფოში რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს. დღეს, მრავალფუნქციური ჯანდაცვის მომსახურების ონლაინ პლატფორმა WeDoctor-ს 150 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი და 260,000 ექიმი ჰყავს.

 [:]

კომენტარის დატოვება