სექტემბერი25 , 2023
ბიზნესიKFC-ის ციფრული განვითარება

[:ka]KFC-ის ციფრული განვითარება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Yum China Holdings Inc- მა,  რომელიც ჩინეთის ირგვლივ,  KFC -ის  5300-ზე მეტ სწრაფი კვების ობიექტს ხელმძღვანელობს,  სახის ამოცნობის სისტემა წარადგინა, რომელიც შეკვეთის მიცემის კიოსკში ჩამონტაჟდა. პრეზენტაცია ხანგჭოუში, კერძოდ კი KFC-ის KPRO-ს მაღაზიაში გაიმართა.

ქვეყნის უდიდესი “მობილურის საფულე” Alipay, რომელიც მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით მოგებას ღებულობს, მიმდინარე ამბებს ეხმაურება და სწრაფი კვების ობიექტებს ურჩევს, რომ ხაზი ორ ტრენდს გაუსვან: ითანამშრომლონ იმათთან, ვისაც უკვე ესმის ეს სისტემა და გადავიდნენ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაზე.

Alipay-ის სახის ამოცნობის სისტემა, KPRO-ს რესტორანი, ჭეძიანგის პროვინცია, ხანგჭოუ 2017 წლის 1 სექტემბერი [ფოტო/VCG]

“მწვანე და ყვითელი ფერის შერწყმა, ჯანსაღ საკვებს მკაფიოდ უსვამს ხაზს, KPRO -ს მომხმარებლისთვის შეთავაზებული – საკუთარი გემოვნებით დამზადებულ სალათები, პანინები და შემწვარი ქათმის ხორცი ჩინეთის მზარდი მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად მზად არის”- განაცხადა Yum China-ს პრეზიდენტმა ჯოუ ვატმა.

“რესტორანში არსებული ახალი, ჯანსაღი სეზონური პროდუქცია და საბოლოო ტექნოლოგიების ნაწილის ინტეგრირება მომხმარებლის ზუსტ სეგმენტს ემსახურება, რაც ამავდროულად უფლებას გვაძლევს, რომ უკეთესად დავუკავშირდეთ ახალგაზრდა თაობას”.

Yum China Holdings Inc, 5300 -ზე მეტი KFC-ის რესტორნის ხელმძღვანელი, მის შეკვეთის კიოსკებში პირველ სახის ამოცნობის სისტემის წარდგენა. KPRO – ჭეძიანგის პროვინცია, ხანგჭოუ. 2017 წლის 1 სექტემბერი [ფოტო/VCG]

სანამ ფორმები და შეფუთვა ისევ KFC – ის ლოგოს ნაწილად რჩება, შემწვარი ცხიმიანი ქათმის ხორცი და კარტოფილი, რომლებმაც რესტორანი ცნობილი გახადეს, გაქრა. მენიუში დამატებულია ახლად გაწურული ხილის წვენები, სხვადასხვა სახის ყავები გურმანებისთვის და ნაკლებად ცხიმიანი ნაყინები.

რესტორანში დასვენებისთვის განკუთვნილი კაფეებია განთავსებული. სტუმრები დაჰიპნოზებულები არიან სხვადასხვა მცენარეებით, რომლებიც რესტრონის გარშეამოა განთავსებული, მაშინ როდესაც წინსაფრიანი თანამშრომლები მომხმარებლის მაგიდებს ემსახურებიან. ღია სამზარეულო კი სტუმრებს, საშუალებას აძლევს თვითონვე დააკვირდნენ საჭმლის მომზადების პროცესს.

მოხმარებელი, Alipay- ის სახის ამოცნობის სისტემას ცდის, KPRO – ს რესტორანი, ჭეძიანგის პროვიცნია, ხანგჭოუ 2017 წლის 1 სექტემბერი [ფოტო/VCG]

ვატმა განაცხადა, რომ კომპანიას ჯერ არ დაუგეგმავს რამდენი ახალი KPRO  გაიხსნება და სად. მაგრამ ორ თვიან სატესტო რეჯიმში მუშაობის შემდეგ, 17 პროვინციულმა ბაზარმა, მათ შორის პეკინის და შანხაის ბაზრებმა, მსგავსი სავაჭრო ობიექტების გახსნის ინტერესი  გამოავლინეს.

მოხმარებლები KPRO-ს რესტორანში შესვლას ელოდებიან, ჭეძიანგის პროვინცია, ხანგჭოუ, 2017 წლის 1 სექმტებერი [ფოტო/VCG]

გაციფრულება მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ კომპანიამ უმაღლეს მიზანს მიაღწიოს  ანუ ყოველწლიურად 600 მაღაზია გახსნას ქვეყნის მასშტაბით, სადაც რთული ხასიათის მოხმარებელიც კი უფრო ჯანსაღი, აზიური არომატის საკვების მიღებაზე გადავა. ახლა, KFC- ის გაყიდვების   45%  ციფრული (მობილური) გადახდის მეშვეობით ხორციელდება.

ბრენდი, რომელმაც 2 კვირაში იმავე მაღაზიაში გაყიდვები  4%-ით გაზარდა, ბოლო დროს კრეატიულობით გამოირჩევა. სწრაფი მიტანის სერვისისა და ციფრული გადახდების გარდა, მან ასევე დიდ წარმატებას რეკლამირების სფეროშიც მიაღწია, რაც  ბრენდის 30 წლის იუბილეს აღნიშვნისთვის იყო გათვლილი. “ სწრაფი კვების ობიექტების ბრენდები, სწრაფად ითვისებენ ახალ ტენდენციებს, რაც ჯანსაღი საკვების პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს, მომავალში კომპანიების განვითარებისა და ზრდის გასაღებია. ამავე დროს ინოვაციურობის შენარჩუნება ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვას დაეხმარება” განაცხადა Mintel-ის კვლევების ანალიტიკოსმა სამერ ჩენმა.

“KFC – ის მიზანია ადამიანებს  სახის ამოცნობის მეშვეობით, გადასახადების გადახდაში დაეხმაროს” – Ant Financial Services ჯგუფის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიების დირექტორი ჩენ ძინტუნგის განცხადებაა, რომელიც ამ სისტემის შექმნაში მონაწილობდა.

“Yum China-ს ინოვაციების დიდი ისტორია აქვს, რომელიც ყოველთვის ანვითარებს არსებულ გამოცდილებას, ჩვენ უკეთეს ადგილს ვერ მოვიფიქრებდით იმისთვის, რომ წარგვედგინა ახალი ტექნოლოგიები” განაცხადა ჩენმა, KFC-ის  რესტორნის KPRO-ს გახსნაზე.

ეკრანზე თითის რამდენიმე მოძრაობით, კამერას ჩართავენ და შემდეგ შეკვეთას მისცემენ Alipay იდენტიფიკაციისთვის მრავალ ეტაპს გადის, მათ შორის სახის სკანირებაა, ხოლო გადამოწმებისთვის –  მობილურის ნომრით იდენტიფიკაცია.

KFC-ის პირველი KPRO – რესტორანი ხანგჭოუში. 2017 წლის 30 ივნისი. [ფოტო/VCG]

ჩენმა განაცხადა, რომ სკანირების სისტემა უშუალოდ სახეზე ფოკუსირდება, ამიტომ არ აქვს მნიშნველობა, ატარებთ თუ არა მაკიაჟს ან პარიკს. უსაფრთხოების მიზნით, პირველი მოხმარების დროს მანქანა სკანირებულ სახეს სამთავრობო ორგანოების მონაცემებში გადაამოწმებს. თუ არ დადგინდება არანაირი დამთხვევა, მომხმარებელი სისტემაში შესვლას ვეღარ შეძლებს.

სახის ამოცნობის სისტემა პირველად 2015 წლის მარტში,  Alibaba – ს ჯგუფის დამფუძნებელმა ჯეკ მა-მ წარადგინა, მას შემდეგ სისტემას სხვადასხვა სერვისებში იყენებენ, მათ შორის დეკლარაციების დროსაც.

“ეს საკმარისი არ არის და განვითარება აუცილებელია იმისთვის, რომ ნებისმიერ სერვისს მოერგოს, მაგალითად დიდი თანხის გადახდის შემთხვევაში, სისტემას ბანკის დონის დაცვა სჭირდება” – განაცხადა ჩენმა.

[:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები