ნოემბერი30 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ლიუ ძუნჭოუ - აჭარაში ჩინური ჩაის კულტურის დამფუძნებელი

ლიუ ძუნჭოუ – აჭარაში ჩინური ჩაის კულტურის დამფუძნებელი

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

ჩაის კულტურის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებასა და განაშენიანებაში დიდი წვლილი მუძღვის ჩინელ აგრონომ ლიუ ძუნჭოუს. ის 1879 წელს სპეციალურად ჩინეთიდან 23 წლის ასაკში ოჯახთან და 28 კაციან ჯგუფთან ერთად, რუსი ვაჭრის ალექსანდრ პოკოვის მოწვევით 3 წლიანი კონტრაქტით ჩამოვიდა, თუმცაღა მან საქართველოში დაახლოებით 30 წელი დაჰყო. ლიუს პლანტაციებში წარმოშობით ბერენი და თურქი ემიგრანტი ქალები მუშაობდნენ. მისი ჩაი იმდენად მაღალი ხარისხის იყო, რომ 1900 წლის პარიზის ჩაის მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედალი აიღო. ცნობილია რომ ერთ ფუთ ჩაიში 10-12 რუბლს იხდიდნენ, რაც მის მაღალ ხარისხზე მეტყველებდა. 1911 წელს მან ბათუმის მახლობლად 200 მანეთად 10 დესეტინა მიწა შეიძინა და საკუთარი მეურნეობაც მოაწყო, 1918 წელს კი პირველი პროდუქციაც გამოუშვა. როგორც მისი ახლობლები იხსენებენ ის 18 ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციების მოვლის გარდა ის დიდ დროს ცხენზე ჯირითს უთმობდა. მას თავისი საჯინიბოც ჰქონდა და 28 საუკეთესო ჯიშის ცხენის პატრონადაც ითვლებოდა. როგორც ჩანს ცხენოსნობის სიყვარული მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 1940 წელს პეკინში ჯირითიდან ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ლაო ძუნჭოუს მოღვაწეობის კვალი და მემკვიდრეობა დღეს ბათუმის ორ მუზეუმში ნობელის და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმებში ინახება. პირადი ნივთები, ჩინეთიდან ჩამოტანილი ლარნაკები, შანდლები დრაკონის გამოსახულებით, ლიუს ნაქონი სპილოს ძვლით მორთული უნაგირი და მათრახი, ქუდი, რომელსაც ის პლანტაციაში მუშაობის დროს იყენებდა და პირადი უბის წიგნაკი. ეს ის ნივთებია, რომელიც ჩინელმა აგრონომმა ბათუმის მუზეუმს თავად გადასცა. დღეს დაბა ჩაქვში მიტოვებული დგას ლიუ ძუნჭოუს სახლი, სადაც ის 30 წლის განმავლობაში საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ძალიან სასიამოვნოა ასევე ის ფაქტი, რომ იგეგმებმა ქართულ-ჩინური ფილმის გადაღება, რომელიც სწორედ ლიუ ძუნჭოუს ისტორიაზე იქნება დაფუძნებული. მისი რეჟისორი კი ზაზა ხალვაში იქნება. ქართულ-ჩინური ფილმის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ ივნისში გახდა. 16-25 ივნისს ჩინეთში შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა, სადაც ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე” იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე პლატფორმის Belt and Road ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ჩინეთთან ერთობლივი წარმოების და ქართული ფილმების ჩინურ ბაზარზე დისტრუბუციის ხელშეწყობას ითვალისწინებს, დარწმუნებული ვარ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ქართველი და ჩინელი მაყურებელი უკეთ გაიცნობს ლიუ ძუნჭოუს ისტორიას და შეაფასებს მის ღვაწლს.

უახლესი სტატიები

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

პეკინში ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა

14 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, პეკინის "Solana Cinema"-...

წელს აღინიშნება ინიციატივა „სარტყელი და გზა“ 10 წლის იუბილე

წელს 10 წელი უსრულდება ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „სარტყელი და გზა“ (BRI).პროექტი „სარტყელი და გზა“ არის თანამშრომლობის გზა, რომელიც...

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები