[:ka]
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ქალაქ ყაზანში, ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
მანუჩარ კვაშილავა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც უფროსებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინურ საბრძოლო ხელოვნებაში, უშუში მედალი მოიპოვა.
უშუ-სანდას ნაკრების წევრები ყაზანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელების – ლაშა სუმბულაშვილისა და დავით კუჭავას ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.