Home ბიზნესი Mobike – საზიარო ველოსიპედების ყველაზე დიდი კომპანია მსოფლიოს 200 ქვეყანაში

[:ka]Mobike – საზიარო ველოსიპედების ყველაზე დიდი კომპანია მსოფლიოს 200 ქვეყანაში[:]

0
4101
[ფოტო/ chinadaily]

[:ka]

ჩინური საზიარო ველოსიპედების გიგანტი კომპანია Mobike Technology მსოფლიოს 200 ქალაქში გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია, კომპანიამ ბერლინში საქმიანი ვიზიტის დროს გაავრცელა.

Mobike-ის დაფუძნებელმა და პრეზიდენტმა ხუ ვეივეიმ ბერლინში სტუმრობისას განაცხადა, რომ საზიარო ველოსიპედები მალე გერმანიის არაერთ ქალაქში გამოჩნდება. “ველოსიპედები ნიშნავს  ჰაერის ნაკლებ დაბინძურებას და კლიმატის დაცვას, ჩვენს ქალაქებში ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ბიზნესის უფრო მეტ ეკონომიკურ პოტენციალს”-განაცხადა ხუმ.

პეკინში დაფუძნებული საზიარო ველოსიპედები თავდაპირველად გამოჩნდება გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. ბერლინის მცხოვრებლებს საზიარო ველოსიპედებით სარგებლობა შეეძლებათ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ სავალ ნაწილზე და მხოლოდ კუთვნილი QR კოდის მეშვეობით.

კრის მარტინის, Mobike-ის საერთაშორისო ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინი საზიარო ველოსიპედების სერვისის დანერგვის იდეალური ადგილმდებარეობაა, ვინაიდან, როგორც ვიცით 200 წლის წინ სწორედ გერმანიაში გამოიგონეს ველოსიპედი.

ამჟამად, საზიარო ველოსიპედების კომპანია Mobike 200 გლობალურ ქალაქშია და მას 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

[:]

NO COMMENTS