[:ka]უგემრიელესი მთვარის ნამცხვარი[:]

[:ka]

ჩინეთში შუა – შემოდგომის ფესტივალზე მთვარის ნამცხვრების მირთმევა უძველესი დროის ტრადიციაა, რომელიც აქტუალობას არც ახლა კარგავს. ადგილობრივებსა და ჩინეთში ჩასულ სტუმართა შორის ის კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აღმოსავლეთ ჩინეთის ანხუის პროვინციაში, სახლში მომზადებული ტრადიციული მთვარის ნამცხვრები განსაკუთრებული გემოთი და განსხვავებული ფორმით გამოირჩევა.

აღმოსავლეთ ჩინეთის ანხუის პროვინციაში ტრადიციული ნუგბარის ცომს ფქვილისა და მცენარეული ზეთისგან ამზადებენ, ხოლო შიგთავსი ღორის თირკმლის ქონის, ბოსტნეულისა და შაქრისგან მზადდება, რაც მას განსაკუთრებულ არომატს მატებს. ანხუის პროვინციაში მცხოვრები, 68 წლის მეფუნთუშე ჩენგ კუიშენგი მთელს პროვინციაშია განთქმული თავისი უნიკალური რეცეპტით. მან სადღესასწაულო ტკბილეულის გამოცხობა ბავშვობიდან დაიწყო. მრავალწლიანი გამოცდილებით, ის კვლავ განაგრძობს თავისი ოჯახის ტრადიციას და ადგილობრივებს ნუგბარით ამარაგებს.

Anhui-style mooncakes bring authentic taste to E China
[ფოტო/IC]

[:]

Comments

კომენტარის დატოვება