სექტემბერი21 , 2023
ბიზნესი„საპარტნიორო ფონდის“ და ჩინური CEFC-ის ერთობლივი ფონდი შეიქმნება

[:ka]„საპარტნიორო ფონდის“ და ჩინური CEFC-ის ერთობლივი ფონდი შეიქმნება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი კომპანია CEFC გენერალურმა დირექტორმა წანგ ძიენძუნმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის მსვლელობის პროცესში შედგა. ფორუმს მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერი, 130-მდე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

დოკუმენტით, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა. „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა. ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საპარტნიორო ფონდისა და ჩინური კომპანია CEFC-ის მიერ დაფუძნებული „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება. გაჩნდება საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის ახალი სივრცე და ახალი ფინანსური ინსტრუმენტი. ფონდი შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას. ამ დროისთვის მისი საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია.

ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი და ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული წინაპირობა“- აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC -თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური მემორანდუმი ჯერ კიდევ 10 თვის წინ გააფორმა, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ. მოლაპარაკებები პეკინში ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დასრულებულია. „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციიის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები გიორგი დანელია და ცისია ფანჩვიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის „ექსპორტისა და კრედიტის დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის“ პრეზიდენტთან. ასევე, იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება ჩინურ Zeustar Construction Holdings – თან, რაც ლოჯისტიკური პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. „ენერგეტიკის ფინანსირების კომპანია“ ( CEFC) „ენერგეტიკის ფინანსირების კომპანია“ (CEFC China) არის მსხვილი კერძო კომპანია, რომელიც ენერგეტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში ოპერირებს.

კომპანიის ძირითად საქმიანობას და სტრატეგიას ენერგო სექტორში საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კარგად ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის ჩამოყალიბება წარმოადგენს. კომპანია ოპერირებს აზიისა და ევროპის ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა; სინგაპური, ჰონკონგი, ტაილანდი, რუმინეთი ჩეხეთი და ა.შ. კომპანიის შემოსავლებმა გასულ წელს 263,1 მილიარდზე მეტი შეადგინა.

[:]

უახლესი სტატიები

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები