ივნისი10 , 2023
კატეგორიის გარეშე უძრავი ქონების სპეკულაციათა აღსაკვეთად შანხაი ახალ პოლიტიკას შიმუშავებს

[:ka] უძრავი ქონების სპეკულაციათა აღსაკვეთად შანხაი ახალ პოლიტიკას შიმუშავებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის საფინანსო კორპორაციამ შანხაიში ახალი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რომელიც მსხვილ კომპანიებს უძრავი ქონების შესყიდვებში შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, კომპანიები, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ სახლი, უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს. კომპანიები, იმ კონკრეტულ ქალაქში უნდა მოღვაწეობდნენ არანაკლებ ხუთი წლისა და გადახდილი უნდა ჰქონდეთ 1 მილიონი იუენის რაოდენობის სახელმწიფო გადასახადი. ასევე, კომპანიებს 5 წლის განმავლობაში სახლის გაყიდვა აეკრძალებათ.

საფინანსო კორპორაციის მიერ შემუშავებული რეგულაციები დაიცავს ინდივიდუალურ მყიდველს და მას ქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე ასპარეზის საშუალებას მისცემს.

სანამ შანხაი ამ ნაბიჟს გადადგამდა, მანამდე ჩინეთის სამ ქალაქში – ხანგჭოუში, სი’ენსა და ჩანგშაში მსხვილ კორპორაციებს უძრავი ქონების შესყიდვა აეკრძალათ. დღეს უძრავი ქონების ბაზარზე, არის პროგნოზები იმის თაობაზე, რომ შანხაის მსგავსად, პეკინიც მსგავს რეგულაციებს გაატარებს, რათა ინდივიდუალურ მყიდველს შეუწყოს ხელი. მათ სახლის გაყიდვა შეძენიდან სამ წელში შეუძლიათ.

გასულ წელს პეკინმა უძრავი ქონების სფეროში გარვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. მაგალითად აქ, კომპანიებს, შანხაისგან განსხვავებით, სახლის გაყიდვა მისი შეძენიდან სამ წელში შეუძლიათ. ასევე, სახლის სესხის მაქსიმალური დაფარვის ვადა 30-დან 25 წლამდე შემცირდა.

 

 

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები