მარტი18 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019აბრეშუმის გზა და ტუნხუანგის ისტორიული კომპლექსი

აბრეშუმის გზა და ტუნხუანგის ისტორიული კომპლექსი

შალვა ჩიხლაძე

-

- Advertisment -spot_img

ისტორიული აბრეშუმის გზა საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს და წარმოადგენდა ყველაზე გრძელ სავაჭრო მარშრუტს მთელ ევრაზიულ კონტინენტზე. აბრეშუმის გზა პოლიტიკური ვითარებების პარალელურად მნიშვნელობას იძენდა და კარგავდა, თუმცა დღევანდელ კანსუს პროვინციაში არსებული ქალაქ ტუნხუანგის ირგვლივ მდებარე გამოქვაბულთა კომპლექსი და ოაზისები საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა საკვანძო პუნქტს ჩინელი და უცხოელი ვაჭრებისა და მათი ქარავნებისთვის.

ძვ.წ მესამე საუკუნეში ტუნხუანგის ტერიტორია სიონგნუს ტრაიბალურმა კონფედერაცია დაიკავა, თუმცა მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ის მალევე მოექცა ხანის დინასტიის მმართველების ყურადღების ქვეშ და ძვ.წ 121 წელს იმპერატორმა უმ ტუნხუანგის ტერიტორია საკუთარ იურისდიქციას დაუქვემდებარა და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა როდესაც იქ საფორტიფიკაციო ნაგებობები ააგო, რათა სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრები და საქარავნო გზები უკეთესად დაცული ყოფილიყო.

ტუნხუანგის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა სუეისა და თანგის დინასტიების დროს, როდესაც ბიზანტიის იმპერიასთან და არაბთა სახალიფოსთან ვაჭრობამ კიდევ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია. ისტორიის მანძილზე ტუნხუანგს აკონტროლებდნენ როგორც ჩინელები ასევე ტიბეტელები და ზოგჯერ უიღურებიც კი. 1227 წელს ქალაქი მონღოლებმა აიღეს და ფაქტობრივად დაანგრიეს თუმცა ის ყუბილაი ყაენმა აღადგინა, რადგან კარგად აცნობიერებდა დასავლეთთან ვაჭრობაში საქარავნო გზებისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელობას.

pastedGraphic.png

გარდა უძველესი აბრეშუმის გზისა და ოაზისებისა, ტუნხუანგიდან სამხრეთით მდებარეობს მოკაოს გამოქვაბულთა კომპლექსი, სადაც უძველესი ხელნაწერები მათ შორის იუენის დინასტიის დროინდელი ბიბლია, ბუდისტური და სხვა მნიშვნელოვანი მანუსკრიპტები აღმოჩნდა. 

1900 წელს ტაოისტმა ბერმა ვანგ იუენლუმ ბიბლიოთეკას და ათეულობით გრაგნილს მიაკვლია, მისი აღმოჩენა იმთავითვე მოექცა ევროპელი და იაპონელი სინოლოგებისა და არქეოლოგების ყურადღების ქვეშ. 1904 წელს გამოქვაბულებში ექსპედიცია მოაწყო ბრიტანელმა არქეოლოგმა აურელ სტეინმა, მას მალევე მიჰყვა ფრანგი სინოლოგი პოლ პელიოტი და იაპონელი არქეოლოგი ოტანი კოზუიც. მათი აღმოჩენები ცნობილია როგორც ტუნხუანგის მანუსკრიპტის სახელით.

pastedGraphic_1.png

მოკაოს გამოქვაბულები

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები