სექტემბერი23 , 2023
Travelყველაზე გრძელი შუშის ხიდი მსოფლიოში

ყველაზე გრძელი შუშის ხიდი მსოფლიოში

-

- Advertisment -spot_img

ყველაზე, ყველაზე – ამ სიტყვას ჩინეთში ძალიან ხშირად შეხვდებით. ჩინეთის დიდი კედლიდან დაწყებული, ქვეყანა უამრავ სფეროში მოწინავე პოზიციაზეა სტატუსით „ყველაზე“. მსოფლიოში ყველაზე დიდი ლეშანის ბუდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბუდა ხენანში, ყველაზე დიდი სამარხი კომპლექსი სიანში… 

ახლახან პეკინის აეროპორტის მშენებლობა დასრულდა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდის სტატუსი მიენიჭა. 19 ყველაზე მაღალი ხიდიდან, 17 სწორედ ჩინეთში გვხვდება (და ისინიც პირველ ხუთეულში). მართალია, შანხაის ცათამბჯენი ყველაზე მაღალი შენობების ათეულში მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტით არის აღჭურვილი. ჩამონათვალი უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო.  ყველაზე დიდი: კომპანიები, სწრაფი მატარებლები, რობოტები და  კუნგფუ წარმოდგენები, მაგრამ ამჯერად მსოფლიოში ყველაზე გრძელ შუშის ხიდზე შევჩერდები. 

ბოლო ორი წელიწადია ჩინური სოციალური მედია ხუნგიაკუს (Hongyagu) ხიდის ფოტოებითა და ვიდეოებითაა გადაჭრელებული. 

488 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, 2017 წელს შიძიაჭუანგი (Shijiazhuang), ხეპეის პროვინციაში გაიხსნა. ხეპეის მაღალმთიან ადგილას, 218 მეტრის სიმაღლეზე აგებული ხიდი, გულს ყველაზე უშიშარსაც კი აუჩქარებს. ხიდის ცენტრთან მიახლოებისას, ის მოძრაობას იწყებს, რაც შიშს გიორმაგებს. სცადეთ და ირგვლივ მიმოიხედეთ, იქაური ბუნება მართლაც თვალშისაცემია, მაგრამ ძნელია შუშაზე მდგომებმა ეს გააკეთოთ. ვიზიტორები ბახილების გარეშე არ დაიშვებიან. ხიდს ორი ათასზე მეტი ადამიანის დატევა შეუძლია, თუმცა ერთდროულად მხოლოდ 600 მათგანს უშვებენ. თუ ხვდებით, რომ გზას ვეღარ აგრძელებთ ან შიში გიპყრობთ, იქაური თანამშრომლები გაგიწევენ დახმარებას. უამრავი ტურისტი შუამდეც ვერ აღწევს და უკან ბრუნდება, ასე, რომ თუ თქვენი გამძლეობის გამოცდა გსურთ, ეს ამისთვის საუკეთესო ადგილია. 

ხუნგიაკუს შუშის ხიდამდე მისვლა ადვილი საქმე არ არის. ჩინურის არმცოდნე ტურისტებისთვის კი ეს კიდევ უფრო რთულდება. 

მაშ ასე, დავიწყოთ. პეკინიდან ხეპეის დედაქალაქ შიძიაჭუანგამდე 266 კმ-ია. ხეპეი ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციაა. ე.წ ბულეთ თრეინი კი საუკეთესო გზაა. შიძიაჭუანგი ინდუსტრიული ქალაქია, აქედან ფინგშანამდე 77 კილომეტრია. გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების ადგილები, სქრინები ან სასტუმროს ჯავშნები ჩინურ ენაზე იქონიეთ. შიძიაჭუანგის ავტობუსების ჩრდილოეთ სადგურიდან, ხუნგიაკუს მიმართულებით, შათლები დღეში ოთხჯერ გადის. ხიდი საღამოს 6 საათამდეა ღია, ბილეთის ფასი 300 იუანია. 

ხუნგიაკუს შუშის ხიდამდე მისასვლელად, ფინგშანის ტერიტორიის გავლა მოგიწევთ, რომელიც უძველეს დასახლებას წარმოადგენს. დღეს აქ სასტუმროს ტიპის სახლები და პატარა რესტორნებია თავმოყრილი. ყოველ დილით აქ ტრადიციული ჩინურ წარმოდგენები ეწყობა,  დაბნელებისას კი  ქალაქი ნამდვილ ზღაპრად იქცევა. ერთდროულად მთელი დასახლება ნათდება და თავი ჩინურ ლეგენდაში გგონიათ. გარშემო მთები ამ სანახაობას მეტ იდუმალებას მატებს. გირჩევთ,  ამ დასახლებაში დარჩენა წინასწარ დაგეგმოთ, რადგან ხუნგიაკუს შუშის ხიდამდე მისასვლელი გზა არც ისე მოკლეა. დაახლოებით ორი საათის სავალი ციცაბო კიბე და ხენანის პროვინციის ჰაერი, რომელიც მთელს ჩინეთში ყველაზე დაბინძურებულია, სახარბიელოდ არ ჟღერს, ამიტომ კარგად მოემზადეთ ამ დამღლელი, მაგრამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის და როგორც ჩინელები გვირჩევენ, თბილი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. 

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები