[:ka]ტრადიციული ჩინური საკმეველი[:]

[:ka]

ტრადიციული ჩინური საკმევლის სასიამოვნო სურნელი და ერთი ფინჯანი ჩინური ჩაი მშვიდი მუსიკის ფონზე, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

თუ მთელი დღის მანძილზე დაგროვებული სტრესისგან სრულიად განთავისუფლება გსურთ, მაშინ საკმეველი აუცილებლად დაგჭირდებათ. ყველაზე კარგად კი ამაში ტრადიციული ჩინური საკმეველი დაგეხმარებათ. გარდა იმისა, რომ საკმეველი სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა, ის ასევე სამკურნალო თვისებებსაც შეიცავს.

როდესაც საუბარია სამედიცინო საკმეველზე, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ტრადიციულ ჩინურ მედიცინას მიეკუთვნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბუნებრივ სურნელზე მეტად მასში სამკურნალო თვისებები ჭარბობს.

შ’იალი ტრადიციული ჩინური საკმევლის დამზადების ოსტატია. მან ეს ხელობა საკუთარი წინაპრებისგან ისწავლა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა. შ’ს ოჯახი ტრადიციულ ჩინურ მედიცინას 400 – ზე მეტი წელია რაც უკავშირდება.  მისი ოჯახი დღემდე ნაყოფიერად უძღვება მათთვის კარგად ნაცნობ საქმეს.

ისევე, როგორც ტრადიციული ჩინური მედიცინა, საკმევლის დამზადების შესწავლაც საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, საკმევლის დამზადებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება. თითოეული ინგრენდიენტის შექმნას, რომლითაც შემდგომ მზადდება საკმეველი, მკაცრად გაწერილი წესები აქვს.

2009 წელს, ტრადიციული ჩინური საკმევლის დამზადების წესი  ეროვნული, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

[ფოტო/chinadaily.com.cn]

 

 [:]

Comments

კომენტარის დატოვება