მარტი23 , 2023
ბიზნესიმსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

[:ka]მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]მილიარდერი მოსახლეობის რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

2018 წელს კომპანია Wealth-X-მა ბიზნესმენთა კვლევა ჩაატარა. კვლევის მონაცემებმა ცხადჰყო, რომ წელს მილიარდერთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ასევე გაიზრდილია მათი სიმდიდრის მაჩვენებელიც.

მილიარდერი მოსახლეობის რიცხვი 15%-ით გაიზარდა და  2,754 ადამიანს მიაღწია, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,473-ით მეტია. რაც შეეხება მათ ქონების მაჩვენებელს, ის  24%-ით გაიზარდა და 9,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ანგარიში იმ სიმდიდრის მნიშვნელოვან ზრდას ასახავს მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც  სინქრონიზებულად იზრდება და ეხმარება სააქციო კაპიტალის წინსვლას.

ჩინეთში, მილიარდერთა სიმდიდრე 61.2 პროცენტით, 1.08 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი გლობალურ მაჩვენებელს 12 პროცენტით აღემატება, ორი წლის წინ  კი იგი 9 პროცენტით აღემატებოდა. მილიარდერთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით ბევრად სწრაფად გაიზრადა.

ნიუ-იორკი (103 მილიარდელი) მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერით დასახლებული ადგილი იყო 2017 წელს, ამას მოჰყვებოდა ჰონკონგი (83 მილიარდელი) და სან ფრანცისკო (74 მილიარდელი). ჰონკონგის შემდეგ, პეკინმა განიცადა მეორე უდიდესი ზრდა მილიარდერი მოსახლეობის რაოდენობისა და შარშან ბიზნესმენთა რიგებს კიდევ 19 ადამიანი დაემატა. დღეს, პეკინში 57 მილიარდერია. ჩინეთის დედაქალაქი ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ტოპ-ათეულში მეექვსე ადგილს იკავებს.

შენჭენი კი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ჩინეთში, კუანგტუნგის პროვინციაში, მეცხრე ადგილზეა. აქ მილიარდერთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს შენჭენის რეპუტაციას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და წარმატებული ურბანული ცენტრი.

ჩინეთი და ინდოეთი, ანუ  მთლიანად აზიის  მილიარდერი მოსახლეობა 784 ადამიანს მოიცავს.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები