სი ძინფინგის ურყევი კავშირი ჰონგ კონგთან

0

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი სამდღიანი ვიზიტით ჰონგ კონგს ეწვევა. ვიზიტი ოფიციალურად ხუთშაბათს დაიწყება და შაბათს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ჰონგ კონგში შეუერთდება დღესასწაულს, რომელიც ჩინეთის მიერ ჰონგ კონგში აღდგენილი სუვერენიტეტის 20 წლისთავს მიეძღვნება.

სი ძინფინგის კავშირი ჰონგ კონგთან 1985 წლიდან დაიწყო. იმ დროიდან, როდესაც ის მუშაობდა  ფუძიანისა და ჭეძიანგის პროვინციებსა და, ასევე, შანხაიში, სადაც, იმ დროისათვის, ჰონგ კონგის ინვესტიციების დიდი ნაწილი უკვე კონცენტრირებული იყო. 2005 წლის იანვარში, როდესაც პრეზიდენტი იყო ჭეძიანგის პროვინციის პარტიის მდივანი, ის პარალელურად ხელმძღვანელობდა ჰონგ კონგის პროვინციის დელეგაციას, რომლის მიზანი პროვინციის სავაჭრო და კომერციული კავშირების განვითარება იყო.

ჩინეთის პრეზიდენტის ოფიციალური ურთიერთობა ჰონგ კონგთან 2007 წელს დაიწყო. მაშინ, როდესაც რიგით მე -17 ეროვნულ კონგრესზე, ის აირჩიეს ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად. პეკინში ჩატარებული ეროვნული სახალხო კონგრესისა (NPC) და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) ორი სხდომის დროს, სი ძინფინგი არაერთხელ შეხვდა ჰონგ კონგის ეროვნული სახალხო კონგრესის დეპუტატებსა და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის წევრებს და მათ ფასდაუდებელი რჩევები გაუზიარა ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით.

სის ხელმძღვანელობით გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა აღმასრულებელი და საკანონმდებლო საბჭოს არჩევნების დროს საყოველთაო საარჩევნო უფლების მიღებისას, როდესაც 2012 წელს აღმასრულებელი და საკანონმდებლო საბჭოს წევრების არჩევა კანონი გახდა. შედეგად, “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” განვითარებისათვის ნიადაგი დაირღვა. ნათელი გახდა, რომ ეს შეთანხმება მიზნად ისახავდა ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, ასევე ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფას.

2012 წლის ნოემბრის მე -18 ეროვნული კონგრესის შემდეგ, როდესაც სი ძინფინგი აირჩიეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის  ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად, მან  “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” განხორციელების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო საზოგადოებას.

ჰონგ კონგის ზოგიერთმა მაცხოვრებელმა,  2015 წლის ივნისში ოპოზიციის ბანაკის მიერ მთავრობის საკონსტიტუციო რეფორმის კანონპროექტზე დადებული ვეტოს შემდგომ დაკარგა პოლიტიკური მომავლის ხედვა. 2015 წლის დეკემბერში, პეკინში გამართულ შეხვედრაზე სი ძინფინგმა  აღმასრულებელ ლეუნგ ჩუნინგს განუცხადა: “გასულ წლებში, “ერთი ქვეყანა, ორმა სისტემამ” ჰონგ კონგში რამდენიმე ახალი გარემოება წარმოშვა. მე აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ ცენტრალური მთავრობა ყოველთვის დაჟინებით მოითხოვს ორ გარემოებას “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” შესანარჩუნებლად. პირველი არის სიმტკიცე, რომ ეს გადაწყვეტილება არასდროს შეიცვლება. მეორე კი აბსოლუტური სიზუსტეა, რომელიც სარწმუნოს ხდის, “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” განხორციელება ჰონგ კონგში არასოდეს დაკარგავს თავის პირვანდელ ფორმას და მუდმივად ივლის სწორი გზით.”

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” განხორციელებასთან დაკავშირებით  სი ძინფინგი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამს სამ ძირითად პუნქტს. პირველ რიგში, “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”, რომელიც ჰონგ კონგისა და ერის საერთო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს; მეორეც, “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” საფუძველი გახლავთ  ჩინელი ხალხის საერთო სურვილი და, მესამე, ჩინეთის ცენტრალური მთავრობა ჰონგ კონგის განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონის  მთავრობის მიერ ძირითადი კანონებისა და ჰონგ კონგის  კანონების მიხედვით ჰონგ კონგის მართვას იზიარებს.

LEAVE A REPLY