Home კულტურა კულტურული მემკვიდრეობა გაიგე მეტი ჩინური იეროგლიფების შესახებ

[:ka]გაიგე მეტი ჩინური იეროგლიფების შესახებ [:]

0
5038

[:ka]

შუმერული ლურსმული, ეგვიპტური და ჩინური იეროგლიფები – სამი უძველესი დამწერლობაა მსოფლიოში. ლურსმული დამწერლობა დაახლოებით ქრისტეს შობამდე 3000 წელს შეიქმნა. მოგვიანებით მას იყენებდნენ ბაბილონელები, ასირიელები, ხეთები და სპარსელები. სპარსეთის სამეფოს გაქრობასთან ერთად ლურსმული დამწერლობის გამოყენებაც შეწყდა, დაახლოებით 330 წელს, ქრისტესშობამდე. ძველი ეგვიპტელების მიერ შექმნილი იეროგლიფების სისტემა, რომელიც დაახლოებით 4100 წლის წინ დაიწერა, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაქრა.

ჩინური იეროგლიფები პირველად გამოიყენეს დაახლოებით 5000 წლის წინ. წინა ორისგან განსხვავებით, მას არსებობა არ შეუწყვეტია.
დამწერლობა გამოხატავს ენას, ატარებს კონკრეტულ ინფორმაციას მის შესახებ და ავრცელებს კულტურასა და ცოდნას. ადამიანები დამწერლობის ორ ფართოდ გავრცელებულ სახეობას იყენებენ -იდეოგრამებს და ლოგოგრამებს. ჩინური სიმბოლოები, სწორედ რომ , იდეოგრაფიულ დამწერლობას მიეკუთვნება. თუ იეროგლიფებს შევადარებთ მათ წინაპრებს, მივხვდებით, რომ რეალურად, დროთა განმავლობაში თანამედროვე ჩინურ სიმბოლოებს ცვლილებები არ განუცდია ფონეტიკურად. მათი შემადგენლობა და მნიშვნელობები უცვლელი დარჩა.

არსებობს ექვსი ძირითადი გზა იოროგლიფების შესადგენად. მეცნიერი , კონფუციანური და აღმოსავლეთ ხანის დინასტიის მკვლევარი, ჭენგ ჭუნგი გამოყოფს ჩინური იეროგლიფების ხუთ კატეგორიას: პიქტოგრაფიული, იდეოგრაფიული, ერთობლივად განმარტებითი, მანიშნებელი და ჰომოფონები.

დღესდღეობით უამრავი ჩინელი მარტივად კითხულობს. სიმბოლოები შეიძლება გამოითქვას სხვადასხვანაირად ათი მილის რადიუსშიც კი, თუმცა მნიშვნელობა ერთი იქნება. ამის დასადასტურებლად, მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ:

კაცი, რომელიც ცხოვრობდა პეკინში, გაემგზავრა შანხაიში ბიზნეს- შეხვედრაზე. ქალაქში ჩასვლისას იგი დაიკარგა და ვერ გაერკვა, საით წასულიყო. დასახმარებლად მოხუცს მიმართა პეკინური დიალექტით: „სად არის აქ ვაიპაიტუციაო?” მოხუცმა გაკვირვებით გახედა, ვერ გაიგო რას ეკითხებოდნენ. შემდეგ მან მოხუცს ფურცელზე დაუწერა და ისიც უმალ მიხვდა. “ ო, ვაიპაიტუციაო?“ _ წარმოთქვა მოხუცმა შანხაური დიალექტით და გზა მიუთითა.

ინგლისური ენისგან განსხვავებით ჩინურს არ გააჩნია დროის მორფოლოგია. თუკი ინგლისურში არსებობს ახლანდელი, წარსული და მომავალი დრო და ამის მიხედვით სიტყვებიც იცვლიან ფორმას, ჩინურ ენაში ეს არ არის. მაგალითად, ქართულში სიტყვა „ჭამა“-ს ბევრი ფორმა აქვს : ვჭამ-ვჭამე-შევჭამ-ვჭამდი-შემიჭამია… ჩინურ ენაში კი ჭამის აღმნიშვნელი სიტყვა ყველა დროში უცვლელად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი სიმბოლო ჩინურ ენაში, ხშირად იქმნება ახალ-ახალი სიმბოლოები. ჩენგ ძინგთინგ ქანგსის (Cheng Jingting Kangxi) ლექსიკონის მიხედვით, ცინგის დინასტიაში, არსებობდა 47,035 იეროგლიფი. 1915 წელს, ჩინური ლექსიკონის მიხედვით, მათმა რიცხვა 48 000-ს მიაღწია. უახლოესი ცნობებით, მათი რიცხვი 56 000-ს შეადგენს. მიუხედავად იეროგლიფების სიუხვისა, ისინი ყველა არ გამოიყენება ჩინურ ენაში. კომპიუტერული სტატისტიკის მიხედვით, სულ 6,300 იეროგლიფია, რომლებიც ,თავის მხრივ, იყოფა 5 კატეგორიად. პირველი კატეგორია, რომელშიც შედის 560 იეროგლიფი, ყველაზე ხშირად გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროცენტულად მათი გამოყენების რიცხვი 80.02%-ია. მეორე კატეგორია შედგება 807 იეროგლიფისგან და მთლიანობაში ორივე კატეგორიის პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით, 95.03%-ია. მესამე კატეგორიაში 1,033 იეროგლიფი შედის. სამივე კატეგორიის ყოველდღიური გამოყენება კი 99%-ს უტოლდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანს, რომელმაც იცის 560 იეროგლიფი, შეუძლია თავისუფლად დაამყაროს კომუნიკაცია სხვებთან და თუ ის ფლობს 2,400 იეროგლიფს საშუალოდ, მაშინ წიგნის წაკითხვასაც შეძლებს.
ჩინური იეროგლიფების დამახსოვრება და წერა საკმაოდ რთულია და ექვემდებარება გარკვეულ წესებს.

ჩინური იეროგლიფები იდეოგრაფიულია, სხვადასხვა რადიკალების მნიშვნელობის გაგება დიდად გვეხმარება მათ დამახსოვრებასა და სწორად აღქმაში. როგორც ზემოთ ვახსენეთ, იეროგლიფები სხვადასხვა იეროგლიფის შერწყმით წარმოიქმნება. ფაქტებზე დაყრდნობით, უცხოელი სტუდენტები ჩინურ ენის სასწავლებლად, ვარჯიშობენ იეროგლიფების ძალიან მოკლე დროში დაწერაზე, რაც მათ ენის ათვისებას უადვილებს.

[:]

NO COMMENTS