მარტი28 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ელექტრონული საფულე, რომელიც ცხოვრების გამარტივებისთვისაა შექმნილი

ელექტრონული საფულე, რომელიც ცხოვრების გამარტივებისთვისაა შექმნილი

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

დღეისათვის ჩინეთში იშვიათად თუ შეხვდებით ნაღდ ფულს, ვინაიდან რევოლუციურმა ონლაინ გადახდის სისტემამ მისი ჩანაცვლება ძალიან სწრაფად მოახდინა. ამაში კი განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთში ყველაზე ხშირად გამოყენებულ გადახდის აპლიკაციებს Alipay-სა და WeChat-ს.

Alipay არის Alibaba ჯგუფის ონლაინ გადახდის პლატფორმა, რომელსაც ამჟამად იყენებს 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი. ხოლო რაც შეხება WeChat-ს ის ერთგვარი მესენჯერის ტიპის აპლიკაციაა, რომელსაც დამატებული აქვს მობილური გადახდის მხარდაჭერა, რომელსაც ამჟამად 1.1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყავს. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, მხოლოდ საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაციები და გქონდეთ ჩინური ბანკის ბარათი. აპლიკაციაში ხდება ბარათის ინფორმაციის შეტანა. ბარათის დამატების შემდეგ ყველა მომხარებელს ენიჭება QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდა.

აპლიკაციაში ორი ღილაკია განთავსებული: ერთია-სკანირება და მეორე-გადახდა. სკანირების ღილაკის გამოყენებით თქვენ უნდა დაასკანეროთ რომელიმე კონკრეტული მაღაზიის, რესტორნისა თუ სასტუმროს QR კოდი და გადაიხადოთ შესაბამისი თანხა, რომელსაც თავად მიგითითებთ დაწესებულება.

ხოლო მეორე ღილაკის- გადახდის გამოყენებით ესა თუ ის დაწესებულება თავად მოახდენს თქვენი QR კოდის სკანირებას და ავტომატურად ჩამოგაჭრით მომსახურებისა და პროდუქტის საფასურს. გარდა ამისა, აღნიშნული აპლიკაციები შესაძლებლობას იძლევა ფული გადაურიცხოთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებსა და სხვა.

დღეს იშვიათად თუ შეხვდებით ჩინეთში ისეთ ადამიანს, რომელსაც Alipay-სა და WeChat-ის აპლიკაციები არ აქვს და არ სარგებლობს ელექტრონული გადახდის სისტემით. QR კოდებს შეხვდებით ყველგან, როგორც დიდ და მსხვილ სავაჭრო ობიექტებში, ასევე ქუჩის მარკეტებში, ბაზრებში, ყვავილების მაღაზიაში და სხვა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქუჩაში მოწყალების მთოვნელ ადამიანებსაც უდევთ თავიანთი Alipay-სა და WeChat-ის აპლიკაციების QR კოდები.

ვინაიდან ჩინეთში ნაღდ ფულს ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს დაშესაბამისად რთულია ვინმეს დაეხმარო ნაღდი ფულის უქონლობის გამო, მოწყალების გაღება შესაძლებელია ასევე ფულის გადარიცხვის მეთოდითაც.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები