Home კულტურა ერთი ფოტოგრაფის ისტორია

[:ka]ერთი ფოტოგრაფის ისტორია [:]

0
3828
ხუო პო [ხუო პოს მემორიალური დარბაზი]

[:ka]

ფოტოგრაფი ხუო პო, 1924 წელს დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მოღვაწეობის ისტორია გამოირჩევა იმით, რომ ხუო მაო ძედუნის ფოტოგრაფთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ხოუ პო 14 წლის ასაკში ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში(1931-45 წ) პარტიის მუშაობის უკედ წარმოსაჩენად მან ფოტოგრაფია შეისწავლა.

მაო ძედუნის ოფიციალურად გამოქვეყნებული 700 პორტრეტიდან, 400 მათგანი გადაღებული იყო ხუო პოს მიერ. 1949 წლიდან 1961 წლამდე ხუო ცხოვრობდა და მუშაობდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინაში, ჭუნგნანხაიში, ცენტრალური პარტიის ლიდერთა ოფიციალურ ფოტოგრაფად. ის იმდენად ახლოს იყო მაო ძედუნთან და მის ოჯახთან. მაო ძედუნის შვილები მას “დეიდა ხუო პოს” უწოდებდნენ.

1961 წლამდე ის იყო ერთადერთი ქალი ფოტოგრაფი, რომელიც ასახადა მაო ძედუნის საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას. 1986 წლიდან ხოუ და მისი ფოტოგრაფი ქმარი სიუ სიაოპინგი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა გამოფენებში, რომლებიც იმართებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ამას გარდა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზღვარგარეთ მიმდინარე გამოფენებშიც, ამიტომ ხშირად მოგზაურობდნენ იაპონიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.

ხუო პო გარდაიცვალა პეკინში, 26 ნოემბერს 93 წლის ასაკში.

ხუოს მიერ გადაღებული მაო ძედუნი. ფოტოები მოპოვებულია ხუო პოს მემორიალური დარბაზიდან>>>

Recording history

Recording history

Recording history

Recording history

Recording history

Recording history

Recording history

Recording history

Recording history

Recording history

[:]

NO COMMENTS