მარტი27 , 2024
Projectsესეების კონკურსი "ჩემი თვალით დანახული ჩინეთი" თავისუფალ უნივერსიტეტში

[:ka]ესეების კონკურსი “ჩემი თვალით დანახული ჩინეთი” თავისუფალ უნივერსიტეტში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება ესეების კონკურსი (ქართულ ენაზე) როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის (12-18 წელი) , ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი) თემაზე „ჩემი თვალით დანახული ჩინეთი“ (“我眼中的中国”). სტუდენტებს მოეთხოვებათ ჩინეთის ისტორიასა და კულტურის შესახებ საკუთარი ცოდნის გამოვლენა. კონკურში მონაწილის თავისუფალი თემა უნდა შეესაბამებოდეს სათაურს „ჩემი თვალით დანახული ჩინეთი“. მაქსიმალურად გამჭვირვალე შეჯიბრისა და, შესაბამისად, სამართლიანი შედეგების გამოსავლენად.

ადგილი: კახა ბენდუქიძის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში, აუდიტორია 218.

დრო:      27 იანვარს (კვირა),

სკოლის მოსწავლეებისთვის 12:00 საათზე,

უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 14:00 საათზე.

აუცილებელი პირობა არ არის, მონაწილე ჩინეთში იყოს ნამყოფი. ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს; გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს.
გამოცდაზე წარდგენისას აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:

* მიზანი: ესეს ძირითადი იდეის ჩამოყალიბება;
* შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა;
* ენობრივი გამართულობა;
* საკუთარი მოსაზრების არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება (ანალიზი);
* გარკვევით და სუფთად წერა.

გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატები. ესეების კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მითითებული ონლაინ სააპლიკაციო ფორმა:

რეგისტრაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

რეგისტრაცია სტუდენტებისთვის

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები