აპრილი17 , 2024
ინტერვიუექსკლუზიური ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

სინომედიის მთავარი რედაქტორის, ანა გოგუაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან საქართველოში, ლი იენთან.

-

- Advertisment -spot_img

“სინომედიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ლი იენმა ვრცლად ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა ჩინურ ახალ წელი, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვაქცინაცია, სტუდენტებისთვის ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები, ჩინეთის მიღწევები და ჩინეთ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

  • ცოტა ხნის წინ, ჩინელმა ხალხმა ტრადიციული ახალი წელი – გაზაფხულის დღესასწაული იზეიმა. ქალბატონო ელჩო, პირველ რიგში, მთელი გულით გილოცავთ ამ დღესასწაულს. რა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს ჩინელი ხალხისთვის და წელს როგორ აღნიშნეს ჩინეთში?

მადლობას გიხდით მოლოცვისთვის. მეც მსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა სინომედიის პლატფორმის საშუალებით ჩვენს ქართველ მეგობრებს მივულოცო გაზაფხულის დღესასწაული და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. გაზაფხულის დღესასწაული – ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია ჩინეთში, რომელსაც უამრავი უნიკალური კულტურული ჩვეულება უკავშირდება, მან ჩინური ცივილიზაცია კიდევ უფრო გაამდიდრა და თაობიდან თაობაში განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. გაზაფხულის დღესასწაულის დროს უმთავრესი ერთად შეკრებაა. ოჯახები იკრიბებიან ან ნათესავ-მეგობრებს სტუმრობენ და ერთმანეთს საზეიმო გრძნობებსა და განწყობას უზიარებენ. ყველა რეგიონს თავისი დამახასიათებელი ადათი აქვს, ჩვენ ვაცილებთ ძველს და ვეგებებით ახალს ისეთი მრავალფეროვანი რიტუალებით, როგორიცაა საახალწლო საყიდლები, კარებზე მისალოცი წარწერების გაკვრა, ახალი წლის ერთად შეხვედრა, წინაპრებისთვის მსხვერპლის შეწირვა და ლოცვა, სამონასტრო ბაზრობა, საახალწლო ფარნების ცქერა. ჩინელები ხშირად ვამბობთ, რომ წლის გეგმები გაზაფხულზე იწყობა, გაზაფხულის დღესასწაული ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს და ლამაზი სურვილებითა და საახალწლო იმედებით არის აღსავსე.

ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის აუცილებლობიდან გამომდინარე, ბევრმა ჩინელმა წელს არჩია გაზაფხულის დღესასწაულის ადგილზე აღნიშვნა. მთავრობამ თანმიმდევრული ხელმძღვანელობითა და ხალხის მხრიდან აქტიური თანამშრომლობით გაზაფხულის დღესასწაულის პერიოდში სიმშვიდე და სტაბილურობა უზრუნველყო. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი გაზაფხულის დღესასწაულის პერიოდში, წინა წლებთან შედარებით ტრანსპორტით გადაადგილება და ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს მაინც მსოფლიოში მოსახლეობის ყველაზე დიდი გადაადგილების პერიოდი იყო. მიუხედავად ამისა, ამ მიზეზით არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 22 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი რისკის ადგილებში კვლავ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გაზაფხულის დღესასწაულის ერთკვირიან პერიოდში, ჩინური კინოინდუსტრიის საკასო შემოსავალმა 1,2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა, მათ შორის, გლობალურ ბაზარზე ერთ დღეში საკასო შემოსავლებისა და შაბათ-კვირის საკასო შემოსავლების მხრივ. ერთის მხრივ, ეპიდემიის წარმატებული პრევენცია და კონტროლი და მეორეს მხრივ, სამომხმარებლო ინდუსტრიის მთელი ძალებით აღდგენა – წლის განმავლობაში გლობალურად ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის და ეკონომიკის განვითარებისათვის კარგი დასაწყისია.

  • დღეს მსოფლიოში ისევ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყნებმა ვაქცინაციის გეგმა უკვე დასახეს, მაგრამ ბევრი განვითარებადი ქვეყანა ვაქცინის მოპოვების პროცესში დიდ სირთულეებს წააწყდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩინურმა მხარემ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ „კოვაქსს“ ვაქცინის 10 მილიონ დოზას მიაწვდიდა და ზოგიერთ ქვეყანასთან ვაქცინის მიმართულებით თანამშრომლობაც დაიწყო. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ ამის შესახებ.

დღეისთვის ქვეყნებმა სხვადასხვა ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცეს, რაც მჯერა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ვაქცინების გლობალურ განაწილებაში სერიოზული უსამართლობა და დისბალანსია. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩინეთში ვაქცინის მიმართ უზარმაზარი მოთხოვნაა, ჩვენ მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში სირთულეების დასაძლევად და ვაქცინების სამართლიან განაწილებაში ჩვენი წვლილის შესატანად, რათა ხელი შევუწყოთ, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს განვითარებად ქვეყნებში. ვაქცინა საზოგადოებრივი პროდუქტია, რითაც უმრავლესობამ უნდა შეძლოს სარგებლობა, იგი ზოგიერთი ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი “ფუფუნების საგანი” არ შეიძლება იყოს. ამიტომ, ჩინეთმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ “კოვაქსს” ვაქცინის 10 მილიონი დოზა მიაწოდოს. ჩინეთი ხელს უწყობს შესაბამის ჩინურ კომპანიებს ვაქცინის ექსპორტი განახორციელონ იმ ქვეყნებში, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ მისი მიღება, საკუთარ ქვეყნებში აღიარებენ ჩინურ ვაქცინას და ნებადართული აქვთ ჩინური ვაქცინების გადაუდებელი გამოყენება. ჩინეთი ასევე ვაქცინით ეხმარება ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას, რომლებმაც ამ თხოვნით მიმართეს.

შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი “საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების” კონცეფციაზე დაყრდნობით, გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით შესაბამის ქვეყნებთან ვაქცინაზე თანამშრომლობას და გლობალურ პანდემიაზე საბოლოო გამარჯვების მოპოვებაში თავის წვლილს შეიტანს.

  • როგორ შეაფასებდით საქართველოში ჩინური ენის სწავლებას და მის სამომავლო პერსპექტივებს? ეპიდემიამ უარყოფითად იმოქმედა თუ არა ჩინეთ-საქართველოს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობაზე? შეუძლიათ თუ არა წელს ქართველ სტუდენტებს ჩინეთის მთავრობის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა და ჩინეთში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრება?

დიდი ხნის განმავლობაში გაღებული ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველოში ჩინური ენის სწავლება უკვე განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზეა. ჩინური ენა საქართველოს ზოგადასაგანმანათლებლო პროგრამაში იქნა შეტანილი. თბილისში კონფუცის ორი ინსტიტუტი კარგად ფუნქციონირებს, ათზე მეტ უნივერსიტეტსა და საშუალო სკოლაში ისწავლება ჩინური ენა, რითაც სტაბილური სასწავლო ჯგუფი ჩამოყალიბდა. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში ჩინურის სწავლება ჯანსაღად და ენერგიულად განვითარდება და ქვეყანას უფრო მეტი ბრწყინვალე სინოლოგი ეყოლება, რომლებიც ჩინურ- ქართული ურთიერთობებისა და განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

ეპიდემიამ მართლაც უარყოფითი ზეგავლენა იქონია ჩინეთ-საქართველოს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობაზე. ქართული უნივერსიტეტები და საშუალო სკოლები იძულებული გახდნენ ჩინური ენის ონლაინ სწავლება შეეწყვიტათ, კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც ვერ ხერხდება. ამასთან, კონფუცის ინსტიტუტი მონდომებით აგრძელებს ჩინური ენის ონლაინ სწავლებას, აქ პროცესი არ შემწყდარა და სტუდენტების ენთუზიაზმი კვლავ მაღალია. ეპიდემიის ზეგავლენით, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველი სტუდენტები კვლავ თავიანთ ქვეყნებში რჩებიან და ონლაინ აგრძელებენ ჩინეთში სწავლას. მჯერა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ეს პრობლემები აქტიურად მოგვარდება.

ჩინეთი ყოველთვის მიესალმება, თუ ქართველი სტუდენტები სწავლის ჩინეთში გაგრძელებას გადაწყვეტენ, ამიტომ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მათ წელსაც ექნებათ, ადგილების რაოდენობაც წინა წლების დონეზე რჩება. ჩვენი საელჩო და საქართველოს განათლების სამინისტრო ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ. მივესალმებით, თუ დაინტერესებული სტუდენტები დარეგისტრირდებიან და მონაწილეობას მიიღებენ. იმედი მაქვს, რომ სულ უფრო მეტ ქართველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ისწავლოს ჩინეთში, გაიღრმავოს ცოდნა, გაიფართოვოს თვალსაწიერი და აქტიურად ჩაერთოს ჩინეთ-საქართველოს მეგობრული თანამშრომლობის საქმეში.

  • 2021 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წელი სრულდება. ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია ჩინეთმა განვითარებისა და აღმშენებლობის გზაზე. თქვენი აზრით, რა არის პარტიის წარმატების მიზეზი? ჩინური მხარე საზეიმო ღონისძიებების ჩატარებას თუ გეგმავს?

ბოლო 100 წლის განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტია უწყვეტად ვითარდებოდა და ძლიერდებოდა. იგი ამჟამად მსოფლიოში უდიდესი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც 90 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. იგი ჩინელ ხალხს ეროვნული აღმშენებლობისა და განვითარების გზაზე გაუძღვა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. ვფიქრობ, ამ მიღწევების ფუნდამენტური მიზეზი ის არის, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ყოველთვის მტკიცედ ახსოვს, რომ მისი უმთავრესი მიზანი ხალხის სამსახურისთვის თავის მთლიანად მიძღვნაა. მან წარმატებით მიაკვლია ჩინეთის ეროვნული პირობების შესაფერის გზას – სოციალიზმს ჩინური სპეციფიკით. მან ჩინელი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერა მოიპოვა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მუდამ თვითრევოლუციასა და თვითგანწმენდას ითხოვს, რითაც პარტიის შიგნით სიწმინდეს ინარჩუნებს. ამავდროულად, ხელს უწყობს დროის კვალდაკვალ განვითარებას, თეორიული სიახლეების დანერგვას და პარტიის პროგრესულობას. 2021 წ. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების მე-100 წლისთავი და მე-14 “ხუთწლედის” პირველი წელია. ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩინელ ხალხს თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური ქვეყნის მშენებლობის ახალ გზეზე წარუძღვება და ჩინელი ერის აღორძინების დიადი მიზნისკენ წინსვლას გააგრძელებს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთში მთელ რიგი საიუბილეო ღონისძიებები ჩატარდება. საქართველოში ჩინეთის საელჩო ასევე გამართავს მიღებებს, სემინარებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს ოფლაინ და ონლაინ ფორმით, სადაც მოვიწვევთ ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისაუბრონ ჩინეთზე თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ და განიხილონ საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული თანამშრომლობის პერსპექტივები. ველით თქვენს აქტიურ ჩართულობას.

  •  რა მოლოდინები გაქვთ 2021 წელს ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით?

ჩინეთი ყოველთვის მზად არის საქართველოსთან მეგობრული თანამშრომლობის გასავითარებლად. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა მუდმივად იზრდება და თვალსაჩინო შედეგებიც გვაქვს. გასულ წელს, საერთო ნეგატიური ტენდენციის ფონზე, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 1,185 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ყველა დროის რეკორდია. ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას, და ამასთან ერთად, უდიდესი საექსპორტო ბაზარიც გახდა. ეპიდემიის დაწყებიდანვე, ჩინეთი და საქართველო ეპიდემიის

წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს ეხმარებიან და ხელს უწყობენ. როგორც ამბობენ, მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო. ეპიდემიის პერიოდში, ჩინურმა კომპანიებმა მრავალი სირთულე გადალახეს და საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გააგრძელეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი კიდევ უფრო ძლიერად გამონთავისუფლდება და ორი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.

წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 29 წლისთავია. ახალ წელიწადში ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ერთად ხელი შეუწყოს მჭიდრო კონტაქტებსა და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობის გაგრძელებას. ჩინეთი აქტიურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის “სარტყელისა და გზის” თანამშრომლობას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების როლის გაძლიერებას, ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, განათლების, სპორტის, მეცნიერების, ტექნიკის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და უფრო მეტი ნაყოფიერი შედეგის მიღწევას.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები