აპრილი17 , 2024
პოლიტიკათბილისში კონფერენცია “ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის” გაიმართა

[:ka]თბილისში კონფერენცია “ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის” გაიმართა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

22 იანვარს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში  და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე  – „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესების გაცნობა. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში გამოცდილება, კორუფციასთან ბრძოლა და იმ წარმატებების მიზეზები, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ძი იენჩი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

ჩინეთის ელჩმა, ძი იენჩიმ ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისთვის და ახალი წელი მიულოცა.

გთავაზობთ ელჩის სიტყვას კონფერენციიდან:

“ჩინური მთვარის კალენდარი დროის 24 მონაკვეთად იყოფა, მათ შორის უკანასკნელი “ტა საე” 20 იანვარს დასრულდა და მთვარის კალენდრის შემდეგი პერიოდი, გაზაფხულის დადგომის პერიოდი დაიწყო, რომელსაც გაზაფხულის დღესასწაულსაც ვუწოდებთ, ერთი ქართული ანდაზის მიხედვით, წლის დამლევს გამოცდილების შეჯამების დრო დგება, ამიტომ დღეს მართლაც კარგი მომენტი შევარჩიეთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონფერენციაზე “ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის.”

ერთი ჩინური ანდაზა გვასწავლის: “მთელი წლის საქმე გაზაფხულზე დაგეგმეო”, 2019 წლის გაზაფხულის დღესასწაულის დამდეგს საქართველოში ასეთი მაღალი დონის კონფერენციის ჩატარება, რომელზეც ერთად შევისწავლით და განვიხილავთ ჩინეთის განვითარების განვითარების მიღწევებსა და საქართველოსთვის მისი გამოცდილებების გაზიარების საკითხებს, ეჭვგარეშეა, რომ  ახალ წელიწადში საქართველოში წინსვლასა და კეთილდღეობას, ჩინურ-ქართული ურთოერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს აქ მყოფი ექსპერტი და ჟურნალისტი არაერთხელ არის ჩინეთში ნამყოფი, დარწმუნებული ვარ წაგიკითხავთ უამრავი წიგნი ჩინეთის შესახებ, კარგად იცნობთ ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის ორმოცწლიან ისტორიას და საკუთარი შეხედულებებიც გაქვთ, მაგრამ მე როგორც ჩინელს მსურს თავად გაგიზიაროთ ჩინეთის რეფორმების შესახებ ცოდნა.

შარშან ჩინეთის რეფორმების და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან ორმოცი წელი და “ერთი გზა ერთი სარტყელის” ინიცირებიდან ხუთი წელი გავიდა. ახალი ჩინეთის დაარსებიდან 70 წლის განმავლობაში, ჩინეთის კომპანიის ხელმძღვანელობით და რეფორმებისა და გახსნილობის 40 წლის მანძილზე ჩინელი ხალხის შრომისა და შეუპოვარი წინსვლის წყალობით, ქვეყნის ისტორიული ტრანსფორმაცია დასრულდა. ჩინეთის წარმატებებთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე რიცხვი გაგიზიაროთ, წინასწარი მონაცემებით 2018 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 13,7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელმა კი 10 ათასი აშშ დოლარი, რაც 1978 წელს მხოლოდ 156 დოლარი იყო. ჩინეთის წილი მთელი მსოფლიოს ეკონომიკაშ უკვე მრავალი წელია 30%-ზე მეტია, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 4 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, ჩინეთის სარკინიგზო ხაზის სიგრძე 127 ათას კილომეტრს შეადგენს, აქედან ჩაქაროსნული რკინიგზა 25 ათასი კილომეტრია, მსოფლიოში არსებული ჩქაროსნული რკინიგზის 60%-ზე მეტის სწორედ ჩინეთშია, საავტომობილო გზების სიგრძე 4 მილიონ 770 ათას კილომეტრს შეადგენს, აქედან ჩქაროსნული მაგისტრალების სიგრძე 136 ათასი კილომეტრია. ჩინეთი სულ უფრო აქტიურად უღებს კარს მსოფლიოს, მან უკვე აითვისა 2  ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი ინვესტიციები, ხოლო მის მიერ განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების საერთო რაოდეობა 1,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, გარდა ამისა, სწორედ ჩინეთიდან წამოვიდა “ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივა, რომელიც დღეს მსოფლიოშ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო  თანამშრომლობის პლატფორმა და ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საზოგადოებრივი პროდუქტია. დღეს ჩინეთი მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მსოფლიო ეკონომიკაში მისი ხვედრი ამჟამად 14,8%-ია, 1978 წელს კი მისი ხვედრი მხოლოდ 1.8% იყო. ამასთანავე ჩინეთი პირველ ადგილზეა წარმოებაში და საქონლით ვაჭრობაში, მეორეა საქონლის მოხმარებასა და უცხოური კაპიტალის შემოდინებაში, პირველია უცხოური სავალუტო რეზერვებით, გარდა ამისა ჩინეთმა შექმნა ყველაზე უსფრთხო სოციალური დაცვის სისტემა, რომელშიც შედის მოხუცების მოვლა, სამედიცინო დახმარება, საარსებო შემწეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვა სერვისები. საბაზისო საპენსიო დაზღვევა 900 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევა მილიარდ 300 მილიონ ადამიანზე ვრცელდება. დღეს ჩინეთი აქტიურად იბრძვის სიღარიბის დასაძლევად და გარანტიას იძლევა, რომ 2020 წლამდე, ანუ მომავალ წლამდე,  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანა დასრულდება და რაიონებში სიღარიბის პრობლემა სრულიად მოგვარდება.

ბატონმა მალხაზმაც ახსენა თავის გამოსვლაში სიღარიბის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით, მინდა ერთი მონაცემი მოვიყვანო, 2017 წლისთვის სოფლად 30 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობდა სიღარიბეში, ანუ ჩვენი მიზანია, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში 30 მილიონი ადამიანი ამოვიყვანოთ სიღაიბიდან. 30 მილიონი ადამიანი არის 9 საქართველოს ტოლია, ანუ სამი წლის პერიოდში ჩვენი მიზანია 9 საქართველოს რაოდენობის მოსახლეობა ამოვიყვანოთ სიღარიბიდან.

ჩინეთის წარმატება, გამოცდილება და მისი მოდელი მთელს მსოფლიოში აქტიური განხილვის საგანია, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყნის განვითარება და აღმშენებლობა ასე ჯერ არ ყოფილა, იგი ათწლეულების მანძილზე ჩინელი ხალხის დიდი ზალისხმევისა და ნაბიჯნაბიჯ წინსვისთვის იქნა მიღწეული. განვითარების გზაზე ბევრი დაბრკოლებაც შეგვხვდა, შეცდომებიც დავუშვით, თუმცა ჩვენ ამ შეცდომებს აბსოლიტურად ვიაზრებდით და დასკვნები გამოგვქონდა, საბოლოოდ დავადექით ჩინეთის ეროვნული მდგომარეობის შესაბამის დამოუკიდებელი განვითარების გზას და მსოფლიოს ხალხებს ახლებური განვითარების მოდელიც ვაჩვენეთ. მინდა გამოვყო რამდენიმე მიმართულება, რაშიც ჩინეთმა აბსოლიტურად შეინარჩუნა კურსი.  პირველი ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილურობა განვითარების წინაპირობა და მისი გარანტია. 1949 წლამდე, ჯერ კიდევ ძველი ჩინეთის პერიოდში ხალხი გაურკვევლობაში ცხოვრობდა და განვითარებაზე ყველანაირი საუბარი ფუჭი და უნაყოფო იყო. ისტორიულ პროცესში ჩინელმა ხალხმა არჩევანი ჩინეთის კომპარტიაზე გააკეთა, ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობით ჩინელმა ხალხმა წერტილი დაუსვა ნახევრად კოლონალურ და ნახევრდა ფეოდალურ საზოგადოებას, დასაბამი დაუდო რეფორმებისა და გახსნილობის ახალ რევოლუციას. ჩინეთის კომპარტია, როგორც ხალხის რჩეული პარტია მუდამ დროის კვალდაკვალ ვითარდება, არ არის თვითკმაყოფილი და პატივმოყვარე, არ უფრთხის თვით გარდაქმნას, პროლემებს არ გაურბის მუდამ ვითარდება და იცვლება. ჩინეთის კომპარტიამ საკმაოდ ბევრი რამ ისწავლა საბჭოთა კავშირის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპის დიდი ცვლილებების ისტორიული გამოცდილებიდან და გაკვეთილებიდან. შეისწავლა დასავლეთის განვითარებული ქვეყნების წარმატებული გამოცდილება და მოდელი. ფრთხილად და აუჩქარებლად მოძებნა ჩინეთის ეროვნული მდგომარეობის შესაბამისის ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის მოდელი. ჩინეთის კომპარტია სხვა დემოკრატიულ პარტიებთან თანამშრომლობას ინარჩუნებს, მისი მთავარი მიზანია ემსახუროს ხალხს, ხალხთან ერთად განიხილოს ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩინეთის კომპარტია მუდამ აძლიერებს პარტიას, მკაცრად იცავს დისციპლინას, ებრძვის კორუფციას, აძლიერებს სოციალისტური დემოკრატიის პოლიტიკას, აუმჯობესებს საკანონმდებლო სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხალხის დემოკრატიულ უფლებებს. იგი ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის გარანტორია. სწორედ კომპარტიის რეფორმების გამო შემექმნა პრობლემა საქართველოში მუშაობის პერიოდში, რადგანაც მეკრძალება სამუშაო დროს ქართული ღვინის დალევა. ეს არის ჩვენი დისციპლინა, აუცილებლად ფხიზელი გონება უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო დროს.

მეორე ეს არის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკა. ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში გეგმიური და საბაზრო ეკონომიკების კოორდინირებულმა განვითარებამ საკვანძო როლი შეასრულა. 40 წლის წინ ჩინეთმა მკაფიოდ დაინახა ევროპის განვიტარების განვიტარების ტენდენციები, გამოასწორა წარსულში დაშვებული შეცდომები და რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკით გამოსწორების სიტორიული გადაწყვეტილება მიიღო. 1978 წელს ჩვენს სოფლებში, სადაც ქვეყნის მოსახლეობი 2/3 ცხოვრობდა შემოვიღეთ ერტობლივი საოჯახო საიჯარო სისტემა, ზღვის განაპირა ზონებში გავხსენით ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონა, აქტიურად დავიწყეთ ეკონომიკის კერძო სექტორის განვითარების  ხელშექყობა, გავატარეთ დიდი ღონისძიებები, გავატარეთ ეკონომიკის საყოველთაო რეფორმა, გავათავისუფლეთ სამეწარმეო ძალა, გაიზარდა ეკონომიკური კეთილდღეობისკენ ხალხის მისწრაფებაც, ამავდროულად გავაუმჯობესეთ პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკონოგიური , სოციალური ღირებულებების ჩამოყალიბება, ხეს ვუწყობთ პარტიის, სახელმწიფო ორგანოების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო მართვისა და სხვა ინსტიტუციების რეფორმას, ვახორციელებთ ხალხისთვის სასიკეთო ღონისძიებებს, რომ ხალხმა იგრძნოს რეალური სარგებელი, საბაზრო ეკონომიკა განვითარდეს და ქვეყნის იერსახეც იდეურად შეიცვალოს.

მესამე: ჩინეთმა შეინარჩუნა  ნოვატორობა, ოთხი დიდი მოგონებიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩინელებ ყოველთვის ნოვატორები იყვნენ, გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ მატერიალური და ტექნიკური დახმარებების შეწყვეტის შემდგომ ჩინელმა ხალხმა საკუთარი ძალებით შექმნა ატომური ბომბი, წყალბადის ბომბი და ხელოვნური თანამგზავნრი. გაარღვია საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ბლოკადა და სამეცნიერო ტექნიკური ნახტომი განახორციელა. ბოლო წლებში ჩინეთი ატირად ატარებს ინვაციური ქვეყნის მშენებლობის სტრატეგიას, 2017 წლმდე ჩინეთის ეკონომიკის წინსვლაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წვლილი 57.5% იყო, გამოგონებაზე პატენტის მოთხოვნით ჩინეთი უკვე ზედიზედ 7 წელია მსოფლიოშ პირველ ადგილზეა, მეცნიერებისა და ტექნიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2.12%-ია, კვლევებში ხარჯებით ჩინეთი თითქმის ევროკავშირისას უტოლდება, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური დისერტაციების რაოდენობით უკვე 9 წელია ზედიზედ მეორე ადგილს იკავებს. გარდა იმისა რაც, რაც ბატონმა მალხაზმა ახსენა, რომ მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა კოსმოსური ზონდი, ბოლო წლებში ჩვენ წარმატებით გავუშვით მსოფლიოში პირველი კვანტური ექსპერიმენტული სატელიტი, ავაშენეთ ყველაზე დიდი დიამეტრის მქონე რადიო ტელესკოპი, განვავითარეთ მსოფლიოში ყველზე სწრაფი სუპერკომპიუტერი, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინტერნეტის სისწრაფით, 5G ინტერნეტის განვითარებით ჩინეთი პირველია.

მეოთხე: ეს გახლავთ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა, მსოფლიოში მიმდინარე ძირეული ცვლილებების ფონზე, ჩინეთი სახელმწიფოებთან ურთიერთობებში მუდამ იცავს თანასწორუფლებიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს, განუხრელად მისდევს მშვიდობიანი განვითარების გზას, ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს ქვეყნის განვითარება და მსოფლიო წესრიგი, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან სავაჭრო პროტექციონიზმმის მცდარ საქციელზე საპასუოდ, ჩინეთმა ეკონომიკური გლობალიზაციისა და სავაჭრო ლიბერალიზმის დროშა ააფრიალა, კიდევ უფრო გააფართოვა გახსნილობის პოლიტიკა, გაააქტიურა ერთი სარტყელი ერთი გზის მშენებლობა და გლობალური ეკონომიური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას ცდილობს. ჩინეთი მუდამ პატის სცემს სხვადასხვა ერების მიერ არჩეულ სუვერენული განვიტარების გზას, მხარს უჭერს ურთიერთპატივისცემას და სამართლიანობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. მშვიდობიანი და თანამშრომლობის გზოთ სვლა არა მარტო ჩინეთის მდგრადი განვთარებისთვის ქმნის ხელსაყრელ გარემოს არამედ ჰარმონიული მსოფლიოს შექმნასაც უწყობს ხელს. აი ამის გაზიარება მინდოდა ჩინეთის განვითარების გამოცდილების შესახებ, ამჟამად ჩინეთ-საქართვეოს ურთოერთობები კარგად ვითარდება, სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა იზრდება, განსაკუთრებით თვალსაჩინო შედეგები გვაქვს ერთი სარტყელი ერთი გზის თანამშრომლბის მიმართულებით, შარშან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შედეგად იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს უკვე ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა პირველად გადააჭარბებს 1 მილიარს აშშ დოლარს, და 2015 წელს ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრების შეხვედრაზე დასახული მიზანი შესრულდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს და წინ კიდევ ბევრი რამ გველის, ჩემთვსი სასიხარულო იქნება თუ ჩინეთის გამოცდილება საქართველოს განვიტარებაში გამოადგება. გისურვებთ წარმატებებს!”

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები