მარტი28 , 2024
ბიზნესიინტერნეტი, როგორც ტერორიზმის სავარაუდო "იარაღი"

[:ka]ინტერნეტი, როგორც ტერორიზმის სავარაუდო “იარაღი”[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

დღეს, ინტერნეტი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. ბევრ სიკეთესთან ერთად მას უამრავი ზიანის მოყენება შეუძლია. ერთ-ერთი მათგანია გლობალური ტერორიზმი, რომელიც მთელი მსოფლიოს პრობლემაა და რომლის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდაც შესაძლოა ინტერნეტი მივიჩნიოთ.

ინტერნეტის, როგორც ტერორიზმის სავარაუდო “იარაღის”, თაობაზე განცხადება გააკეთა ჩინელმა ანტიტერორისტულმა ექსპერტმა ლი ვეიმ. მისი თქმით, ინტერნეტი, რომელიც ხშირად გამოიყენება ტერორისტთა მიერ შეტაკებიბისა თუ შეკრების დაგეგმვის მიზნით, შესაძლოა ძალიან მალე თავად გახდეს ტერორიზმის იარაღი. მისივე განცხადებით, ტერორისტები ინტერნეტს იყენებენ თავიანთი რწმენის გავრცელების და ონლაინ ტრენინგ ცენტრების შესაქმნელად. “ინტერნეტში ტერორიზმის აღმოფხვრა გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საუკეტესო სასუალება იქნება” – განაცხადა ლიმ.

ტერორიზმთან საბრძოლველად, ქვეყნებმა უნდა მიიღონ კონსესუსი ტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით. ინტერნეტის განვითარება სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს, ამიტომ ტექნიკური ხარვეზის გატეხვა ასევე გამოწვევაა, დასძინა მან.

ონლაინ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გართულებულია, რაც მოითხოვს კანონისა  და ტექნიკური საკითხების მყარ ცოდნას, ამას გარდა ის მოითხოვს ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ბიზნესის მფლობელებისა და საზოგადოების ჩართულობას მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა კიბერთავდაცვის პირველი კანონი 2016 წლის, ნიემბერში მიიღო, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას მიიღოს საჭირო ზომები საზღვარგარეთ ან ქვეყნის შიგნით ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც ზიანს აყენებეს ჩინეთის ინტერესებს. 2017 წლის მონაცემებით, ონლაინ დანაშაულში ბრალი 710 ადამიანს დაედო.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები