მარტი26 , 2024
ბიზნესისაპარტნიორო ფონდი ღვინის კომპანიებს ექსპორტში დახმარებას სთავაზობს

[:ka]საპარტნიორო ფონდი ღვინის კომპანიებს ექსპორტში დახმარებას სთავაზობს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

საპარტნიორო ფონდი ჩინეთის ბაზარზე ქართული წარმოების ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ადგილობრივ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საქპატენტში შეხვდა.

საპარტნიორო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ქართული ღვინის მწარმოებლებს, ჩინეთის მაღალ სეგმენტში შეიტანონ პროდუქცია და სარგებელი მიიღონ.

შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქართველ მეღვინეებს ქართული ღვინის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გატანისა და რეალიზაციაში დახმარების შესახებ ინიციატივა გააცნო.

„ჩინეთი ქართული ღვინისთვის საინტერესო ბაზარია. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ჩინეთში 5 000 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. თუმცა ამ ქვეყანაში მეტი პოტენციალია, ისევე, როგორც საქართველოს აქვს პოტენციალი გაიტანოს ექსპორტზე უფრო მეტი ქართული ღვინო ვიდრე აქამდე. ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ გაჩნდა დიდი ინტერესი ქართული პროდუქტის ჩინეთში გატანის და მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი სწორედ საპარტნიორო ფონდი გამხდარიყო შუამავალი და გარანტორი ადგილობრივ მწარმოებლებთან ურთიერთობისას“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის შეთავაზების დეტალებთან დაკავშირებით პრეზენტაცია ქართველ მეღვინეებთან ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ჩოლოყაშვილმა გააკეთა. ღვინის მწარმოებლებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკა გოგილაძემ და სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებით მათ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე, საპარტნიორო ფონდის ჩართულობით აქტიურად ხდება ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ჩინეთის სახალხო რეპუბლიკაში უკვე გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციაში 100-ზე მეტი ქართული კულტურისა და ღვინის სახლები გაიხსნა და ფუნქციონირებს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია ინტენსიურად ხდება.

[:]

SourceIPN.GE

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები