მარტი25 , 2024
ახალი ამბებისახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ჩინური ენის ტრანსლიტერაციის წესები გამოსცა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ჩინური ენის ტრანსლიტერაციის წესები გამოსცა

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გამოსცა ბიულეტენი, რომელშიც შედის ქართული ენის ბგერითი სისტემის ლათინურად ტრანსლიტერაციის, ინგლისური, ჩინური, იაპონური, სპარსული, სომხური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები; რამდენიმე განახლებული ენობრივი ნორმა, რომლებიც მიღებულია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
სახელთა ბრუნებისა და ბრუნვათა ფუნქციების ნაწილში განახლდა ვითარებითი და წოდებითი ბრუნვების ფორმათა, რიცხვით სახელთა და თანდებულიან სახელთა მართლწერის წესები. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა თარგმნის ძირითადი პრინციპების შემუშავებას უკავშირდება ბიულეტენში მოცემული მუნიციპალური ტოპონიმიისა და გეოგრაფიული ობიექტების მართლწერასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ამათგან ერთი ნაწილი უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის 394-ე დადგენილებით.
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა, როგორც ონლაინ, ისე ბეჭდურ მედიაში სიახლეებისა და სტატიების აქტიური გამოქვეყნება. პერიოდულად ითარგმნება მხატვრული, სამეცნიერო და სხვა სახის ლიტერატურა. ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია ავტორებისთვის, მთარგმნელებისთვის და რედაქტორებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ჩინური სიტყვების არასწორად გადმოტანა კი ხშირად მკითხველთა დაბნეულობის მიზეზია. პირთა და გეოგრაფიული სახელების არასწორად გადმოტანა ქართულ ენაზე განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა საბჭოთა პერიოდში რუსული ენის გავლენის გამო. მაგ: დენგ სიაოპინი და ტაივანი, რომ არა რუსული ენის გავლენა, ქართულად უნდა გადმოსულიყო, როგორც “ტენგ სიაოფინგი” და “თაივანი”.
მარცვალა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციაზე მუშაობდნენ: ქართველი სინოლოგი, პროფესორი მარინე ჯიბლაძე, ჩინური ენის ჩინელი ლექტორები ლიოუ ჩაო და ლიანგ ქუნგქუნგი, ქართველოლოგები, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, მაკა თეთრაძე, ნიკო ქელბაქიანი.
ბიულეტინი ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებულისთვის.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები