მარტი24 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019სპეციალური ეკონომიკური ზონები - ჩინეთის წარმატებული ექსპერიმენტი

სპეციალური ეკონომიკური ზონები – ჩინეთის წარმატებული ექსპერიმენტი

ირაკლი ქორქია

-

- Advertisment -spot_img

სპეციალური ეკონომიკური ზონები უცხოელ ინვესტორებს ჩინეთში 1979 წლიდან იზიდავენ. ისინი ტენგ სიაოფინგის ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და წარმოადგენდნენ ისეთ სივრცეს, სადაც საბაზრო ეკონომიკითა, დაბალი გადასახადებით და დასავლური კაპიტალიზმით ჩინეთი სტიმულებს აძლევდა უცხოურ ბიზნესებს, რათა სწორედ მათ ქვეყანაში ჩაედოთ ინვესტიციები.

სპეციალური ეკონომიკური ზონების მნიშვნელობა

შექმნის დროს აღნიშნულ ზონებს ეწოდებოდათ „სპეციალური“, რადგან მთელს ჩინეთში ვაჭრობა იყო მთლიანად ცენტრალიზებული და მას სრულად აკონტროლებდა მთავრობა. ახალი ზონების თავისებურებას კი წარმოადგენდა ის, რომ ინვესტორებს შეეძლოთ მცირე სამთავრობო კონტროლის და თავისუფალი ბაზრის პირობებში განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი, რაც მათთვის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენდა. 

სპეციალურმა ეკონომიკურმა ზონებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ჩინეთის ეკონომიკის ფორმირებაში ისეთად, როგორიც ის დღესაა. წარმატებული უცხოური ინვესტიციები გახდა ურბანული განვითარების, საოფისე შენობების აშენების, ბანკებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წამოწყების საწინდარი. 

პირველი ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც 1979 წელს შეიქმნა, გახლავთ შენჭენი, შანთოუ, ჭუხაი და სიამენი. 

მათგან დღეს მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შენჭენია, რომელიც 300  კვადრატული კილომეტრის ფართობზე გაშენებული სოფლების გაერთიანებიდან იქცა ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს მეტროპოლისად. შენჭენი, რომელიც სამხრეთ ჩინეთში, ჰონგ-კონგიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობს, დღეს ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია. 

ოთხი თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმატებამ ჩინეთის მთავრობას მისცა სტიმული, რომ  კიდევ 14 ქალაქისთვის მიენიჭებინათ მსგავსი სტატუსი. ეს ქალაქებია: პეიხაი, ტალიენი, ფუჭოუ, გუანგჭოუ, ლიენიუნგანგი, ნანთონგი, ნინგპო, ცინხუანგტაო, ცინგტაო, შანხაი, თიენძინი, ვენჭოუ, იანთაი და ჭანძიანგი.

სპეციალური ეკონომიკური ზონები ჩინეთის  მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 22%-ს ქმნიან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45%, ექსპორტის 60%.  მათ ჯამში დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს და საგრძნობლად შეუწყვეს ხელი რეგიონების ურბანიზაციასა და მოდერნიზაციას.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები