აპრილი15 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019შანხაი: ინდუსტრია, ეკონომიკა და პოლიტიკა

შანხაი: ინდუსტრია, ეკონომიკა და პოლიტიკა

-

- Advertisment -spot_img

შანხაი კონტინენტური ჩინეთის კომერციული დედაქალაქი და მოსახლეობით მეორე ქალაქია.  პეკინთან, ჩონგცინგთან და თიენძინთან ერთად, ის იმ ოთხი მუნიციპალიტეტის რიცხვში შედის, რომლებიც პირდაპირ კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ. 

შანხაი ცნობილია, როგორც კონტინენტური ჩინეთის ყველაზე საერთაშორისო ქალაქი. ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით მას ძიანგსუს და ჭეძიანგის პროვინცია ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი – აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა. 

როგორც კონტინენტურ ჩინეთზე ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე ქალაქი, შანხაი კერძო და უცხოურ ინვესტიციებს დიდი რაოდენობით იზიდავს. შანხაიზე გამავალი ექსპორტი და იმპორტი მთელი ქვეყნის მაჩვენებლის 20%-ს შეადგენს.  შანხაიში მდებარეობს ჩინეთში არსებული ორი სავაჭრო ბირჟიდან ერთ-ერთი ( Shanghai Stock Exchange ) და ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები, როგორიცაა Fudan University, Shanghai Jiaotong University. 

შანხაი სწრაფი ტემპებით გარდაიქმნება პოსტ-ინდუსტრიულ ეკონომიკად. სერვისის სექტორი მთელი ქალაქის მშპ-ს 70%-ს შეადგენს და წლიდან წლამდე იზრდება.  ქალაქის მნიშვნელოვანი ინდუსტრიების რიცხვში შედის საცალო და საბითუმო ვაჭრობა, უძრავი ქონება, ტრანსპორტირება, მშენებლობა და წარმოება.  შანხაი ბოლო წლებში განიცდის მასობრივ ინდუსტრიულ რესტრუქტურიზაციას და ანახლებს საკუთარ high-tech ინდუსტრიებს.  ისეთი  საკვანძო მიმართულებები, როგორიცაა ელექტრონული ინფორმაციის პროდუქტები, ავტომობილები, ნავთობქიმიკატები, აღჭურვილობა და ბიო-მედიცინა მთელი ქალაქის საერთო ინდუსტრიული უკუგების 68,5%-ს შეადგენს.

სხვა ეკონომიკური ინდიკატორები კი ასე გამოიყურება:

  • ჯამური ინვესტიცია ფიქსირებულ აქტივებში – $107,6 მილიარდი
  • სამომხმარებლო პროდუქტების საცალო გაყიდვების ჯამური რაოდენობა – $188 მილიარდი

იმპორტი და ექსპორტი:

  • იმპორტისა და ექსპორტის ჯამური ღრებულება – $1,2688.8 მილიარდ
  • იმპორტის ჯამური ღირებულება – $540 მილიარდი
  • ექსპორტის ჯამური ღირებულება – $726 მილიარდი

ქალაქმა წარადგინა Shanghai Master Plan (2018-2035), რომლის მიხედვითაც შანხაი უნდა გახდეს საერთაშორისო ეკონომიკური, სავაჭრო, ფინანსური და გადამზიდი ცენეტრი და საერთაშორისო თანამედროვე მეტროპოლისი 2020 წლისთვის და ე.წ. „excellent global city” 2035 წლისთვის.  ამის მისაღწევად მთავრობამ გაზარდა ინვესტიციები ეკონომიკის განახლებასა და რესტრუქტურიზაციაში, საბაზრო გახსნილობაში და ინტერნაციონალიზაციაში, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებში და „ეკოლოგიური ცივილიზაციის“ განვითარებაში. შანხაის სურს, რომ გაზარდოს მის ხელთ არსებული ბერკეტები როგორც რეგიონის ცენტრალურმა და მსოფლიო დონის ზეგავლენის მქონე ქალაქმა. 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები