მარტი28 , 2024
ბიზნესიჩინეთის გაერთიანებული ქსელური კავშირგაბმულობის ჯგუფის ახალი საოპერაციო ცენტრები

[:ka]ჩინეთის გაერთიანებული ქსელური კავშირგაბმულობის ჯგუფის ახალი საოპერაციო ცენტრები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის გაერთიანებული ქსელური კავშირგაბმულობის ჯგუფმა, აბონენტთა მიერ ქვეყნის მეორე ყველაზე მსხვილმა გადამზიდმა, Alibaba ჯგუფის ჰოლდინგისა და Tencent ჰოლდინგთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორი საოპერაციო ცენტრი შექმნა.

ანალიტიკოსთა განცხადებით, მოძრავი სიგნალები, რომ Alibaba და Tencent დანამდვილებით გახდება China Unicom-ის აქციონერი, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატელეკომუნიკაციო გადამზიდი, აჩქარებს შერეული საკუთრების რეფორმას. შენჭენში, კუანგტუნგის პროვინციასა და ხანგჭოუში დაარსებული ორი ცენტრი მიზნად ისახავს Tencent და Alibaba-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას. China Unicom-ის სათავო ოფისის ზედამხედველობით, აღნიშნული ორი ცენტრი ეწევა პროდუქტის დიზაინს, ღონისძიებათა დაგეგმვას, კვლევას, განვითარებას, ასევე სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო კომპანიების თანამშრომლობას ორ მაღალტექნოლოგიურ კომპანიასთან. Alibaba-ზე ორიენტირებულ ცენტრში ამჟამად 50 თანამშრომელია, Tencent-ის ცენტრში  34, რომელთა რაოდენობაც საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდება.

საკონსულტაციო კომპანია Gartner Inc- ის კვლევის დირექტორმა, პეტერ ლიოუმ განაცხადა, რომ China Unicom ცდილობს გააღრმავოს ბიზნეს ურთიერთობები Alibaba-თან და Tencent-თან, თუმცა საბოლოო ჯამში საინვესტიციო კაპიტალის ინექციის დეტალები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

China Unicom-ის კომპანიამ ივლისის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შერეული საკუთრების რეფორმის გეგმა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ეკონომიკური დამგეგმავის, ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიის მიერ დამტკიცდა. კომპანია პოტენციურ მხარდამჭერებთან კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ტელეკომუნიკაციების ვებსაიტის Cctime- ის აღმასრულებელი დირექტორის, სიანგ ლიკანგის თქმით, Unicom- ში ინვესტიციების ჩადება ინტერნეტ კომპანიებს ძირითად ქსელურ რესურსებზე, სერვერებსა და გამტარობაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს.

“Tencent და Alibaba რეფორმის ნაწილები არიან,  მათი თანამშრომლობა წარმოქმნის შთამბეჭდავ შედეგებს,”- განაცხადა სიანგმა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები