აპრილი13 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ისტორია: ცინგის დინასტია

[:ka]ჩინეთის ისტორია: ცინგის დინასტია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ცინგის დინასტია, რომელიც მანჯურიელებმა დააარსეს, იყო ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დინასტია ჩინეთს 1644–1912 წლებში მართავდა.

1368 წლის შემდეგ ჩინეთს მინგის დინასტიის იმპერატორები მართავდნენ, მაგრამ დიდმა გადასახადებმა მათი მმართველობა შეარყია და მთელი ქვეყანა ამბოხმა მოიცვა. როდესაც აჯანყებულმა გლეხებმა დედაქალაქი პეკინი ააოხრეს, მათმა  უკანასკნელმა იმპერატორმა ჩუნგჭენმა თავი ჩამოიხრჩო. ამ არეულობით ისარგებლა მანჯურიელთა ბელადმა, დორგონმა და თავის ჯარს მშობლიური მანჯურიიდან სამხრეთისაკენ გაუძღვა. მან აიღო პეკინი და დააარსა ცინგის („წმინდა“) დინასტია. ცინგის დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი შუნჭ’. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მანჯურიელებს კიდევ 40 წელი უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, მათ მთელი ჩინეთი დაემორჩილა. მანჯურიელები ჩინელებისგან განცალკევებით, საგანგებოდ გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მანჯურიელებსა და ჩინელებს შორის. ჩინელ მამაკაცებს, მანჯურიელებისადმი მორჩილების ნიშნად, გრძელი თმის დაწვნასაც კი აიძულებდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერიის მართვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ჩინელი, ისე მანჯურიელი სამოქალაქო მოხელეები. რაც დრო გადიოდა, მანჯურიელები სულ უფრო ითავსებდნენ ჩინურ ჩვეულებებს. ამ მხრივ, მათი ურთიერთშეგუება საკმაოდ ადვილად მოხდა. მანჯურიელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ სიფრთხილეს იჩენდნენ და ჩინელებთან ზედმეტად მკაცრ ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ახალი, უფრო ეფექტური ცხოვრების წესები ისე, რომ არ დაურღვევიათ ჩინელების წეს-ჩვეულებები.

ცინგის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთი წარმატებული ქვეყანა იყო _ იზრდებოდა და ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით, ევროპასთან. ჩინური აბრეშუმი და ფაიფური მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩინური ბამბეულის ნაწარმი სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. XVIII საუკუნის ევროპაში მოდაში შემოვიდა ჩაის სმის კულტურა, რამაც ჩინური ჩაის დიდი რაოდენობით ექსპორტი განაპირობა. იმპერია იმდენად გაძლიერდა, რომ მისი მმართველები ქედმაღლურად ეპყრობოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. მაგალითად, იმპერატორ ქანგსის (1661-1722) ბრძანებებს ვაჭრები დაჩოქილები უსმენდნენ. მანჯურიელებმა ვასალურ სიტუაციაში ჩააყენეს ზოგიერთი სახელმწიფოც, მათ შორის: ანამი (დღევანდელი ვიეტნამი), ბირმა, მონღოლეთი და თურქმენეთი. ჩინელები ასევე აწარმოებდნენ გარიგებებს – ციმბირის მიწების სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს ჩინეთში ვაჭრობის უფლება. იმდროინდელი ჩინეთის იმპერია მსოფლიოში უდიდესი იყო. ცინგის დინასტიის მმართველობის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ეთნიკურმა უმცირესობებმა მათ მიწებზე ჩინელების დასახლების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყეს. ზოგადად, ცინგის ეპოქამ ჩინეთს მშვიდობა, აყვავება და უსაფრთხოება მოუტანა. შთამბეჭდავი იყო მოსახლეობის ზრდა – 100 მილიონიდან (1650) – 300 მილიონამდე (1800). მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანაში კორუფციამ იმატა და დაიწყო დაცემის პროცესი.

ადრეულ 1900-იან წლებში სუნ იატსენმა რევოლუციის ორგანიზება დაიწყო ცინგის დინასტიის წინააღმდეგ, რომელმაც შედარებით უსისხლოდ ჩაიარა 1911 წელს და სუნ იატსენი პირველი პრეზიდენტი გახდა. ახალი მთავრობის დედაქალაქი მდებარეობდა ნანკინში. 1912 წელს დასრულდა ცინგის დინასტია და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ერა.

 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები