Home ბიზნესი ჩინეთის მობილური კავშირგაბმულობის კორპორაციის მოგება 3,5%-ით გაიზარდა

[:ka]ჩინეთის მობილური კავშირგაბმულობის კორპორაციის მოგება 3,5%-ით გაიზარდა[:]

0
4910
ჩინეთის მობილური კავშირგაბმულობის კორპორაციის გამოფენა ჩინეთში საერთაშორისო პროგრამული პროდუქტებისა და საინფორმაციო სამსახურის სავაჭრო გამოფენაზე. XIN / FOR CHINA DAILY

[:ka]

ჩინეთის მობილური კავშირგაბმულობის კორპორაციამ ახალ მომხმარებელთა მომატების შემდეგ მიღწეული 3,5%-იანი მოგების ზრდის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანიის წმინდა მოგებამ 6 თვის განმავლობაში 62,7 მილიარდი იუენი (9,3 მილიარდი ამერიკული დოლარი)  შეადგინა. საოპერაციო შემოსავლები კი,  5%-ით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 370,4 მილიარდი იუენით (55,5 მილიარდი ამერიკული დოლარი) მეტია.

ქვეყნის წამყვანი მობილური კავშირგაბმულობის კორპორაცია China Mobile, მიმდინარე წლის ბოლოს ტექნოლოგიური განვითარების მე-5 ეტაპს გამოცდის და 5G-ს დანერგვას შეეცდება. ხუთშაბათს, 10 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი 5G ტექნოლოგიის დანერგვა ითვალისწინებს ახალი სტანდარტებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნეს მოდელების შექმნას. მათივე განცხადებით, 2017 წლის მონაცემებით მსოფლიოს უდიდესი 4G სატელეფონო ქსელის მომხმარებელთა რიცხვმა 100 მილიარდს გადააჭარბა.

[:]

NO COMMENTS