მარტი24 , 2024
პოლიტიკაჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

[:ka]ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ვაშინგტონში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კონსტრუქციული, მაღალი დონის შეხვედრები ოთხშაბათს დასრულდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტიილერსონმა და აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველ იანგ ძიეჩ’ს  უმასპინძლეს. აღნიშნულ შეხვედრაზე, დამსწრეთა შორის იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ფანგ ფენგხუი.

იანგმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ ფინგისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას, რომლის შემდეგაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. იანგმა მხარეებს ნაყოფიერი თანამშრომლობის  შენარჩუნებისაკენ მოუწოდა.

შეხვედრისას, ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ გაღრმავებული ურთიერთობები საწინდარი გახდება მომავალში გრძელვადიანი და ჯანსაღი განვითარებისა. მხარეები შეთანხმდნენ, ხშირი მაღალი დონის ბირჟების შენარჩუნების მნიშვნელობაზეც. მათ მიაჩნიათ, რომ ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში  გამართული სამიტის შეხვედრა სი ძინ ფინგსა და ტრამპს შორის, დადებით შედეგს გამოიღებს. მათივე განცხადებით,წარმატებით ჩაივლის,  ჩინეთში ამერიკის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტიც.

ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ორ მხარეს უნდა ჰქონდეს სწორი წარმოდგენა ერთმანეთის სტრატეგიულ პოზიციასთან დაკავშირებით. ჩინეთისათვის მნიშვნელოვანია, პრესის თავისუფლების თანახმად, საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესის დაცვა.

აშშ-ს მხარემ კი აღნიშნა, რომ ჩინეთმა სწრაფი და მდგრადი განვითარება აღიარა და აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს ჩინეთის შეიარაღების შეჩერებას ან დასუსტებას. პირიქით,მათი სურვილია, გააძლიერონ ჩინეთთან გრძელვადიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობა. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აზიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობაზე. ამასთანავე, ჩინეთისა და ამერიკის დელეგატებმა ავღანეთთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული ანტიტერორისტული ხედვებიც გაუზიარეს ერთმანეთს.

 

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები