[:ka]

ვენესუელის ეროვნული კრების ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც ორი კვირის წინ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მოუწოდა პეკინს ჩინეთის მხარდამჭერი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერაზე უარი თქვას. ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, რიგი ლათინური და ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, ხუან გუაიდოს აღიარებენ ვენესუელის ლეგიტიმურ დემოკრატიულ წარმომადგენლად . მიუხედავად ამისა, ორი დიდი სახელმწიფო- ჩინეთი და რუსეთი-ეწინააღმდეგებიან ვენესუელას საქმეებში ჩარევას და მხარს უჭერენ მადუროს რეჟიმის სტატუს-კვოს შენარჩუნებას.

ჩინეთი აფიქსირებს პოზიციას, რომ მშვიდობიანი დიალოგი და პოლიტიკური საშუალებების გამოყენება ვენესუელაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა, გარდა ამისა, ჩინეთი მხარს უჭერს მრავალეროვნულ ძალისხმევას ასეთი შედეგის მისაღწევად, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს ვენესუელის კონსტიტუციის ფარგლებში. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე გააგრძელებს კონსტრუქციული როლის თამაშს ვენესუელის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში, რადგან ისინი ეწინააღმდეგება გარე მოთამაშეების ჩარევას ქვეყნის საქმეებში.

ჩინეთი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ახლო მოკავშირეა, რაც გამოიხატა კიდეც მილიონობით დოლარის სესხებაში მისი ადმინისტრაციის მხარდასაჭერად. გასული ათწლეულის მანძილზე, ჩინეთმა ვენესუელას 65 მილიარდი აშშ დოლარი სესხით, ნაღდი ფულით და ინვესტიციით გადასცა. დღეს, ვენესუელას 20 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვს. ჩინეთის ერთადერთი იმედი, რომ ვენესუელა მის ვალს დააბრუნებს, ქვეყანაში ნავთობის მოპოვებას უკავშირდება, თუმცა დაბალი ფასები და დამანგრეველი ეკონომიკა ამ შესაძლებლობის უკანასკნელ იმედს საფრთხეს უქმნის.

ჩინეთისა და ვენესუელის პრობლემური ურთიერთობები

პეკინი უკვე დიდი ხანია შეშფოთებულია იმის გამო, რომ ვენესუელა ნელ-ნელა უფრო და უფრო ეშვებოდა კრიზისში. საკითხმა, თუ ვინ არის ქვეყნის ლეგიტიმური ლიდერი, გუაიდო თუ მადურო, კიდევ ერთხელ წამოწია წინ კითხვები, რომელიც უკავშირდება ჩინეთის დისფუნქციურ ურთიერთობას ვენესუელასთან. შეგვიძლია განვიხილოთ სიუჟეტი, სადაც ჩინეთს სურს იყოს საერთაშორისო განვითარებისა და “South-South” კავშირის ლიდერი ქვეყანა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთისა და ვენესუელის პრობლემური ურთიერთობები შედეგია იმ არასწორი დამოკიდებულებისა, რომელიც ჩინეთს ჰქონდა ნავთობ-გარიგებების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით, თუმცა ჩინელები აღიარებენ  და სწავლობენ ამ შეცდომებით.

აი, რა უნდა იცოდეთ ჩინეთის მიერ ვენესუელის სუვერენიტეტისა და სტაბილურობის მხარდაჭერის იმედის შესახებ:

ჩინეთმა სწრაფად გააფართოვა სასაქონლო ვაჭრობა ლათინურ ამერიკაში

ჩინეთსა და ლათინურ ამერიკას შორის კომერციული ურთიერთობების ბუმი 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ჩინეთი მალევე გახდა მეორე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. რკინა, სპილენძი და სოიო იყო ვაჭრობის მთავარი ელემენტები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: არგენტინა, ბრაზილია და ჩილე. ვენესუელასთან ორმხრიფ უთიერთობაში, მთავარი ნავთობი აღმოჩნდა. ამ პერიოდში, ვენესუელა გახდა ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ვენესუელას ჰქონდა საუდის არაბეთზე დიდი ნავთობის რეზერვები. შესაბამისად, ჩინეთმა და ვენესუელამ ურთიერთობები ძირითადად ამ სფეროზე ააგეს. მას შემდეგ, რაც 2013 წელს გარდაიცვალა უგო ჩავესი, ნავთობის ფასიც დაეცა და ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა. ჩინეთის ეროვნული ნავთობკომპანიები კი იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

პოლიტიკური რისკები

ჩავესის გარდაცვალების და 2014 წლის დასაწყისში ნავთობის ფასების დრამატული ვარდნის შემდეგ გაჩნდა კითხვები. შეძლებდა ვენესუელა ჩინეთისთვის გადაეხადა  ვალები? და მიუხედავად ამ შეშფოთებისა, რატომ უჭერდა ჩინეთი მხარს მადუროს მთავრობას? პასუხი შეიძლება დავუკავშიროთ იმას, რომ მხარეებს სურთ სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება, გარდა ამისა, სტატუს-კვოს შენარჩუნების მცდელობა უფრო ნაკლებად სარისკოა, ვიდრე ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების.

ჩინეთი რისკზე მიდის

ცხადია, რომ ვენესუელის პოლიტიკური კრიზისმა ბოლო საეფეხურს მიაღწია. ჩინეთმა მხარი უნდა დაუჭიროს პოლიტიკურ ცვლილებებს, ან აღიაროს რომ ჩინეთ-ვენესუელის ურთიერთობების პრობლემური გახდა. აშშ-ს ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთმა განაცხადა, რომ მათ აქვთ ჩაურევლობის საგარეო პოლიტიკა. სავარაუდოდ, ჩინეთი იმედოვნებს, რომ ვენესუელის ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მომავალ ნავთობზე დაფუძნებულ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე შესაძლებელია, რომ პრაგმატული ურთიერთობით, სამომავლოდ ვენესუელას ნავთობ რეზერვებზე ჩინეთს მეტი წვდომა ექნება.

[:]