ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფმა კომპანიამ ახალი ინვესტიცია განახორციელა შრი-ლანკაში, რომელიც დედაქალაქთან ახლო მდებარე პორტის განვითარებას გულისხმობს. ეს ინვესტიცია „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ნაწილია, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს დასვალეთისა და ინდოეთისთვის. თუმცა, როგორც ჩინეთისა და შრი-ლანკას წარმომადგენლები აცხადებენ, როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო სიტუაცია, ეს ორი ქვეყანა კავშის არ გაწყვეტს.

კოლომბოს საპორტო ქალაქის პროექტი შრი-ლანკას ისტორიაში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. ეს პროექტი დაფინანსებულია კომპანია „China Communications Construction“-ის მიერ, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთ გიგანტ საინჟინრო ფირმას წარმოადგენს. კომპანიამ 1.4 მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო სესხის სახით. გეგმის თანახმად, ქალაქი ჰონგ-კონგისა და სინგაპურის მსგავსი უნდა გახდეს, მდიდრული სასტუმროებით, სავაჭრო ცენტრებით, პარკებითა და საცხოვრებელი კორპუსებით. დეველოპერების აზრით, ქალაქში 800 000 ადამიანი იცხოვრებს.

ჩინური ექსკავატორები პორტის მშენებლობის პროცესში.ფოტოსურათი: Xinhua

ჩინური ინვესტიცია ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც წლებია აწუხებს შრი-ლანკას. 26 წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად გაღატაკებული ეკონომიკა ვერ უზრუნველჰყოფს მოსახლეობას საკმარისი სამუშაო ადგილებით. ყოველწლიურად 200 000-მდე შრი-ლანკელი ტოვებს კუნძულს. თუმცა, გაჩნდა იმედი, რომ კოლომბოს მთავარ ფინანსურ ცენტრად გადაქცევა  ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შეაჩერებს „ტვინების გადინების“ პროცესს.

ჩინური გულუხვობა

კოლომბოს კომერციულ რაიონად გადაქცევის იდეა ჯერ კიდევ 2004 წელს გაჩნდა, თუმცა სერიოზულ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია მანამ, სანამ ომი არ დასრულდა. 2009 წლიდან, ჩრი-ლანკამ დაიწყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ბევრი ინვესტორი შეაშინა. საბედნიეროდ, ჩინეთი მათ შორის არ აღმოჩნდა. შრი-ლანკა-ჩინეთის ურთიერთობები ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში დაიწყო. ომის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო მტკიცე გახდა, განსაკუთრებით –  ეკონომიკური თვალსაზისით.

კოლომბოს პორტის მშენებლობა. ფოტო: ბლუმბერგი

ჩინეთის ინტერესი შრი-ლანკას მიმართ ძირითადად მისი გეოგრაფიული მდებარეობით არის განპირობებული. კუნძული წლებია საზღვაო ვაჭრობის კვანძს სწარმოადგ ევრაზიაში. როგორც ცნობილია, „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ჩინეთმა ადგილი დაიმკვიდროს ინდოეთის ზღვაში.შრი-ლანკა კი იქნება კარიბჭე, რომელიც დაეხმარება მოხვდეს ინდოეთის სუბკონტინენტის სწრაფად განვითარებად ბაზარზე. პორტი ინდოეთის საექსპორტო სატვირთო გადაზიდვების უმთავრესი ცენტრია.

„Port City Colombo“ მხოლოდ ერთ-ერთია ჩინეთის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, პეკინმა ხელი შეუწყო მთელ კუნძულზე საავტომობილო გზების, აეროპორტების, პორტებისა და რკინიგზების მშენებლობას.  2017 წლის დეკემბერში, შრი-ლანკამ, ვალის გადაუხდელობის საკომპენსაციოდ, ჩინეთს გადასცა 15 000 ჰექტარი მიწა 99 წლის ვადით. ეს მიწები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ინდოეთის სანაპიროდან. რეალურად, ის ვალი, რომელიც ჩინეთისგან აქვს აღებული შრი-ლანკას, ქვეყნის მთელი საგარეო ვალის 10%-ს უტოლდება. 

კოლუმბიის პორტის პროექტი შრი-ლანკაში, რომელიც დაფინანსებულია ჩინეთის საკომუნიკაციო სამშენებლო კომპანიის მიერ

განვითარებადი ქვეყნისთვის, საკმაოდ რთულია „სარტყელი და გზის“ ინიციატივაზე უარის თქმა, რამდენადაც ეს პროექტი ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ პროექტმა შეიძლება არ გაამართლოს.თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება აპირებს პორტი არ დაუქვემდებაროს ქვეყნის საგადასახადო და სამართლებივ სისტემას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.  საბოლოო ჯამში, პორტი იქნება ფინანსური ცენტრი დუბაისა და სინგაპურს შორის, რომელიც ინდოეთის ბაზარზე პირდაპირ წვდომას უზრუნველჰყოფს, შრი-ლანკაში კი გამოიწვევს უცხოური კაპიტალისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.