[:ka]

ჩინელი მეცნიერები მონაწილეობას იღებდნენ პროექტში, სადაც  რეკომენდაციას უწევდნენ ადამიანის გენის შეცვლას. პროექტი, ძირითადად მოიცავდა ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ადამიანის ფიზიკური, ანუ სომატური გენის ცვლილებებზე. გამოკვლევებს ახორციელებდა, ჩინეთის სამეცნიერო  აკადემია.

გუანჭოუს ბიომედიცინისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევარი, ჩინურ სამეცნიერო აკადემიაში, ფეი ტუანცინგი მონაწილეობას იღებდა დისკუსიებსა და სწავლებაში და  აგრეთვე რეკომენდაციებს იძლეოდა მოცემულ საკითხზე. ეს ყველაფერი, ვაშინგტონში გაგზავნილ შეტყობინებაშია მოცემული.

შეტყობინების სათაური – „ადამიანის გენის შეცვლა: მეცნიერება, ეთიკა და მართვა“, ვარაუდად  „ლაბორატორიული გამოკვლევით,  გენის ცვლილებით, არსებული მარეგულირებელი პროცესების მართვა“.

წინადადებები, სომატური გენომიისთვის მოიცავს შეზღუდვას კლინიკურ კვლევებში ან თერაპიულ მკურნალობაში და ამავე დროს დაავადების პრევენციას ან უუნარობას (ინვალიდობას). უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასებას რისკებისა და მომხმარებლის სარგებლობის კონტექსტში.მუტაციის  გენის შესაცვლელად, საჭიროა ნებართვა  „რომ კლინიკური გამოკვლევები დასაშვებია მხოლოდ მყარი მიზნით მკურნალობისთვის ან ძლიერი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, და ესეც მხოლოდ მაშინ, თუ არის მკაცრი ზედამხედველობის სისტემა, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს პროცესი, გარკვეული კრიტერიუმებით“.

შეტყობინებაში, ასევე შეთავაზებულ იქნა კვლევისთვის ძირითადი პრინციპები და აგრეთვე, კლინიკური განცხადება ადამიანის გენის ცვლილებაზე, რომელიც მოიცავს  გამჭვირვალობას, სამართლიანობას და ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას.

ეს გეგმა შემუშავებულ იქნა ადამიანის გენის შეცვლის კომიტეტისგან,  რომელიც ჩამოყალიბდა „შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო აკადემიის“ და „საერთაშორისო მედიცინის აკადეემიის„ მიერ, მას შემდეგ რაც ვაშინგტონში 2015  წლის დეკემბერში, გაიმართა საერთაშორისო სამიტი,  ადამიანის გენის შეცვლის თაობაზე.

ფეი – ეს არის  ჩინური სამეცნიერო კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია 22 ადამიანის ჯგუფით, რომელთა შორის არიან როგორც ამერიკელი, ასევე ბრიტანელი და ფრანგი მეცნიერები.

მიუხედავად იმისა რომ ადამიანის გენის შეცვლა, ძალიან კარგი და პერსპექტიული პროექტია მომავალში დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი მაინც საკამათოა ეთიკური მოსაზრებების გამო.

ელექტრონულ ინტერვიუში ფეიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი, წარდგენილი იყო ადამიანის გენური ინჟინერიის მეცნიერების კონსესუსითვის, ასევე ეთიკის, სიციოლოგის და ფილოსოფიის ექსპერტებისთვის, როგორც სოციალურ აქტივისტებისათვის.

ფეიმ  განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა,  რომ გზავნილი, რომელიც გაკეთდა ვაშინგტონის მისამართით,  შესთავაზებდა აუტორიტეტულ სახელმზღვანელოს ამ სფეროს უკეთ შესასწავლად და რეკომენდაციისა და მიღწევების მიხედვით, ქვეყნები შეძლებდნენ შემოეტანათ წესები და რეგულაციები ადამიანის გენის შეცვლის თაობაზე.

 [:]