მარტი27 , 2024
კულტურაისტორიაჩინური ტრადიციული მედიცინა

[:ka]ჩინური ტრადიციული მედიცინა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინური ტრადიციული მედიცინა ხუთი ათას წელზე მეტს ითვლის. იგი ნეოლითის ხანაში იღებს სათავეს. ყველაზე ადრინდელ ჩანაწერებს მედიცინაზე ვხვდებით ტრაქტატებში – “მთები და ზღვები”, “ყვითელი იმპერატორის შინაგან კანონსა” და შენნუნგ-ის “სამკურნალო მცენარეების ენციკლოპედიურ ცნობარში”. სავარაუდოდ, ტრაქტატი “ჰუანგ ტი ნეიწინგ”-ი პირველი თეორიული საფუძველია ჩინური ტრადიციული მედიცინისა, სადაც ამ ტრაქტატამდე არსებული ყველა სამედიცინო ხასიათის  საღი აზრი გამოვლინდა. იგი დღემდე რჩება წარმატებული თუ წარუმატებელი ექიმის სამაგიდო წიგნად. ეს წიგნი უნიკალურია თავისი შემეცნებითი ღირებულებების გამო და, რაც მთავარია, მასში ნათლად ჩანს პროცესი, თუ როგორ ენაცვლებოდა ემპირიულ ცოდნას სისტემატური თეორიული მეცნიერება. მისი სტრუქტურა დღესაც იწვევს გაოცებას:

  1. ჩინური მედიცინის ისტორია;
  2. ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია;
  3. პროფილაქტიკის პრინციპები;
  4. დიაგნოსტიკის მეთოდები
  5. სამკურნალო რეცეპტები;
  6. დაავადებების მკურნალობა;
  7. სამარჯვი იარაღები.

წინგში მოცემულია ჩინური ტრადიციული სამეცნიერო მედიცინის განსაკუთრებულობის, განუმეორებლობის თეორიული საფუძვლები, როგორიცაა, ფილოსოფიურ სკოლებთან ორგანული კავშირის, ადამიანის –  მიკროსამყაროსა და ბუნების – მაკროსამყაროს ჰარმონიული თანაარსებობის, სამყაროსა და შესაბამისად, ადამიანის წარმოდგენის 5 პირველსაწყისის ერთობის, მთლიანობის პრინციპები და სხვა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები