მარტი24 , 2024
ანალიტიკაწელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 70 წლის იუბილეს აღნიშნავს

წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 70 წლის იუბილეს აღნიშნავს

ეკა ჯიმშელაძე

-

- Advertisment -spot_img

70 წლის წინ ჩინელმა ხალხმა შექმნა ახალი სახელმწიფო. ბოლო პერიოდში ასობით მილიონმა ჩინეთის მოქალაქემ შეძლო უამრავ გამოწვევასთან გამკლავება, ხოლო მათი უდიდესი მიღწევები მოექცა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

ჩინელმა ხალხმა შეძლო თავიანთი ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყნის გარდაქმნა ღია, პროგრესულ და მდიდარ ქვეყნად. ჩსრ–ს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1952 წლის მაჩვენებელთან შედარებით  გაიზარდა 450-ჯერ და დღეს აღწევს 13,6 ტრილიონ აშშ დოლარს.

დღეს ჩინეთი არის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი და სავალუტო რეზერვი. ეს ქვეყანა იკავებს პირველ ადგილს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში და 2006 წლის მდგომარეობით გახდა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მოწინავე ძალა. 2010 წელს ჩინეთმა გაუსწრო იაპონიას და დღემდე იკავებს მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ადგილს.

ჩინეთის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში აღემატება 30%–ს. დღესდღეობით 136 ქვეყანამ და 30 საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა დოკუმენტს პეკინთან თანამშრომლობაზე „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში.

დიდი წვლილი ეკონომიკაში ე.წ. „ჩინური საოცრების“ განხორციელებისთვის მიუძღვნის სახელმწიფო, პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეს დენ სიაოპინს. მისი ინიციატივით, 1978 წელს გამოცხადდა ახალი კურსი. დენ სიაპინი გახდა ახალი აზროვნების ავტორი, ჩინეთში ეკონომიკური რეფორმების ინიციატორი, მან შეიმუშავა „ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის“ პრინციპი და შექმნა ქვეყანა, რომელიც გახდა მსოფლიო ბაზრის ნაწილი.

თუ შევხედავთ რეფორმირების პროცესს, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი თანდათანობით ხდება პოპულარული ადგილი მსოფლიო ინვესტიციების ჩადებისთვის და თუ ჩსრ-ის დაარსებიდან წინა საუკუნის 70 წლამდე საერთაშორისო ინვესტიციების დაფინანსების მასშტაბი არ იყო დიდი, დღესდღეობით რეფორმების და ღიაობის პოლიტიკის წყალობით შესვლა ჩინურ ბაზარზე მარტივდება. საერთაშორისო ინვესტიციების მასშტაბი იზრდება, 2018 წელს მისმა მოცულობამ მიაღწია 130 მლრდ. დოლარს.  1983 წელთან შედარებით გაიზარდა  146-ჯერ. ორი წლის განმავლობაში ჩინეთი არის კაპიტალის  ზრდის მოცულობის მიხედვით მეორე ქვეყანა. რაც შეეხება წარმოების სრუქტურას, თუ საწყის ეტაპზე ჩსრ-ის დაარსების შემდეგ სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა ეკონომიკის დიდი წილი, ხოლო მრეწველობა და მომსახურების სფერო იყო შედარებით სუსტი, ეხლა ამ სექტორების თანაფარდობა მეტნაკლებად დაბალანსდა.

გარდა ამისა, იზრდება ურბანიზაციის დონე. თუ დასაწყისში ჩსრ-ის დაარსების შემდეგ ქალაქებში ცხოვრობდა მთელი მოსახლეობის 10,6%, 2018 წლის მონაცემებით, მისმა რაოდენობამ მიაღწია 59,6%. 1978 წლის ბოლოსთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 41,7%-ით.

ჩინეთის მოქალაქეები მუდმივად მდიდრდებიან, სიღარიბე მცირდება. თუ 1978 წლის ბოლოს ჩინეთში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა 770 მლნ. ადამიანი, ხოლო სიღარიბის დონე სასოფლო სექტორში აღწევდა 97,5%-ს, 2018 წლის ბოლოს ღარიბი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 16,6 მლნ-მდე (შემცირდა 82,39 მლნ.-ით ბოლო 6 წლის განმავლობაში).

 ჩინეთში ჩატარებული რეფორმების შეფასებით, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე აღნიშნავს: „ჩინეთი არის იუბილარი ქვეყანა, 70 წლის განმავლობაში ის გახდა მსოფლიო პოლიტიკის მოწინავე სუბიექტი, მსოფლიოს მეორე ქვეყანა. 40 წლიანი უწყვეტი ეკონომიკური ზრდის გამო ჩსრ-მ დაიკავა მოწინავე ადგილი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში, და პირველი ადგილი მშპ-ს მიხედვით. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ყველა დარგი, რომელიც ჩამოთვლილია გაეროს მრეწველობის კლასიფიკაციის სისტემაში.

ჩინეთმა გადმოიღო საუკეთესო კაპიტალიზმიდან და სოციალიზმიდან და ააშენა რაღაც ახალი. ალბათ, ეს შეგვიძლია ავხსნათ იმით, რომ ჩინური სპეციფიკაციის მქონე სოციალიზმისთვის ბაზად გამოიყენეს მრავალსაუკუნოვანი ჩინური ცივილიზაცია, რომელსაც აქვს თავისი კანონები და ოდნავ გაუგებარი რამ დასავლეთისთვის – მათ შეუძლიათ გააერთიანონ ის, რისი შერწყმა შეუძლებელია, მაგალითად შავი თეთრთან, მარილი შაქართან, კაპიტალიზმი სოციალიზმთან.

აქ ამუშავდა ხისტი იერარქიის პრინციპი, რაც არის პრაქტიკულად მათ გენებში, ქვეცნობიერების დონეზე. ამ მხრივ ექსპერიმენტი წარმატებით ჩატარდა და დღეს 70 წლის განმავლობაში აგრძელებს მრავალსაუკუნოვან ჩინურ ცივილიზაციას, რომელიც საერთოდ არ ეწინააღმდეგება მას“.

ჩინეთის თავმჯდომარის სი ძინფინგის მთავარი ლოზუნგია: „არ არსებობს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია შეარყიოს ამ უდიდესი ქვეყნის საძირკველი. არც ერთ ძალას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩინურ ერს განვითარებაში“.  მან ასევე დაამატა, რომ 70 წლის განმავლობაში ჩინეთმა, მისი ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად, მიაღწია ისეთ წარმატებას, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო. ჩინეთი კვლავაც გააგრძელებს განვითარების მშვიდობიან გზას და გააგრძელებს ღიაობის პოლიტიკას.

ბექა მიქაბერიძე – წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ჩინეთში უკვე 20 წელია. დღეს იგი წარმართავს საკუთარ საქმიანობას გუანჭოუში.

2018 წელს ბექა მიქაბერიძე დაინიშნა გუანჭოუში სამრეწველო-სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ. მან ასევე შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის” ჩინეთში და გახსნა ქართული სახლი.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინური ეკონომიკა ყოველწლიურად გვაჩვენებს 6-14%-იან ზრდას. ეს არის  „ეკონომიკური საოცრება“, ვინაიდან  ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აღინიშნება ასეთი სწრაფი ზრდა. დღეს ქვეყანა აწარმოებს ყველა ტიპის პროდუქციას და ახდენს მის გატანას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მე ასევე  აღვნიშნავდი, რომ ჩინეთისთვის პრიორიტეტულია ტექნოლოგიების განვითარება და ახალი გამოგონებების მხარდაჭერა.

თიენძინის უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ჩვენი ლექტორი ხშირად იმეორებდა, რომ აუცილებელია სხვა ქვეყნებიდან გამოცდილების გაზიარება, პატენტების შესყიდვა, და მერე უკეთესი პროდუქტის შექმნა. ჰაიდანის რაიონში, პეკინის ჩრდილოეთით, შეიქმნა ჩინური სილიკონის ველი, ასევე სხვა მსხვილ ქალაქებში ფუნქციონირებენ თანამედროვე ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პარკები.

ჩინეთში 500 მლნ.-ზე მეტი ინტერნეტ-მომხმარებელია, ქვეყანა არის ლიდერი მობილური ტელეფონების მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით. ( 2012 წელს 1 მლრდ.-ზე მეტი). სახელმწიფო საბჭოს ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2015 წლიდან წარმოების მოდერნიზაცია ქვეყანაში უნდა მიუახლოვდეს გერმანიის კონკურენტულობის დონეს და პოზიციები ამ მიმართლებით უნდა გაუმჯობესდეს სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით.

უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჩინეთის ინიციატივაში „სარტყელი და გზა“. პროექტის მიზანია ევროპულ და აზიურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათ საერთო განვითარებას და საერთო ინტერესების, ვალდებულებებისა და მომავლის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას, პოლიტიკური ნდობის, ეკონომიკური ინტეგრაციის და კულტურული ინკლუზიურობის საფუძველზე. ეს ყველაფერი სტაბილურობისა და მდგრადობის გარანტია,“ – ამბობს ბექა მიქაბერიძე.

2018 წლიდან ბექა ეხმარება ქართველ ბიზნესმენებს ჩინურ ბაზარზე შესვლაში. მისი ორგანიზაცია ხელს უწყობს ჩინურ და ქართულ საქმიან წრეებს შორის კავშირების შექმნას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ჩინეთში.

„სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ დარეგისტრირდა 2018 წლის იანვარში საქართველოშიც და ჩინეთში. ის გაიხსნა ორივე ქვეყნის მთავრობებისა და  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. მისი დამაარსებელი არის ბექა მიქაბერიძე და ხუან იუ ჩენი.

„ბიზნეს სახლი მუშაობს შვიდი მიმართულებით: იმპორტი,  ექსპორტი, წარმოება, ტურიზმი, მედია, Duty Free-ს მაღაზიების უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ბოლო მონაცემებით, ჩინურ ბაზარზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ქართული პროდუქცია. ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით ჩვენ ვგეგმავთ იმპორტის გაზრდას 300 სახეობამდე. რაც შეეხება ტურიზმს, 2018 წლის მაჩვენებლებით საქართველოში ჩავიდა 60 000 ჩინელი ტურისტი, რაც 54%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს. ბიზნეს-სახლის მიზანია ამ მაჩვენებლის გაზრდა. გუანჭოუში ჩვენ ვარეგისტრირებთ ტურისტულ კომპანიას. პირდაპირი ავიაკავშირი თბილისსა და გუანჭოუს შორის არის უმნიშვნელოვანესი. დღეს არსებობს პირდაპირი რეისები მხოლოდ პეკინის მიმართულებით. გუანჭოუში ჩვენს ოფისში ფუნქციონირებს ქართული სახლი, სადაც წარმოდგენილია ღვინის მუზეუმი, ქართული სამზარეულო, ტურიზმის განყოფილება და ტექნოლოგიური წარმოების ხელშეწყობა“.

წელს სრულდება 27 წელი, რაც დაფუძნდა დიპლომატიური ურთიერთობები ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამ პერიოდში ორივე ქვეყანა აგრძელებდა ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებს. ისინი თანამშრომლობენ ბევრი მიმართულებით, ხელს უწყობენ ორმხრივ ურთიერთობებს და მიღწეული აქვთ კარგი შედეგები. ამ წლის მაისში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

წინა წლის ბოლოს, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოინახულა პირველი ჩინური იმპორტის საერთაშორისო გამოფენა (China International Import Expo), რომელიც გაიმართა შანხაიში. საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მიმდინარე წლის აპრილში  მონაწილეობა მიიღო მეორე საერთაშორისო სამიტზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომელიც გაიმართა პეკინში.  ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივად შეიმუშავეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გეგმა და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს.

მხოლოდ წინა წელს, თბილისსა და პეკინს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ გადააჭარბა 1 მლრდ. აშშ დოლარს. დღეს 20-ზე მეტი ჩინური კომპანია აბანდებს ინვესტიციებს საქართველოში, აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ფინანსების, კავშირგაბმულობის და ეკონომიკური ზონების სფეროებში და ხელს უწყობს ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას. ასევე არსებობს კულტურული თანამშრომლობის ფართო პერსპექტივა. წინა პერიოდში საქართველოს მთავრობა ჩაერთო ჩინური ენის შესწავლის  ეროვნულ განათლების სისტემაში.

ჩინეთი აღნიშნავს იუბილეს. ბოლო 70 წლის განმავლობაში ის გახდა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მოწინავე სუბიექტი, ხოლო 40 წლიანმა უწყვეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გაიყვანა ჩსრ მოწინავე პოზიციაზე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები