Home კულტურა ხელოვნების ახალი ჟანრი და ძინლინგის სამხატვრო სკოლა

[:ka]ხელოვნების ახალი ჟანრი და ძინლინგის სამხატვრო სკოლა[:]

0
3587
[ფოტო/China Daily]

[:ka]

1960 წელს, ნანძინგის მხატვართა ჯგუფმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა წამოიწყო. სამხატვრო ექსპედიციას თანამედროვე მხატვარი ფვუ პაოში (1904-65) ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის გუნდთან ერთად ჩინური კლასიკური, მთისა და წყლის მხატვრობის ადაპტაციას ისახავდა მიზნად.

ქვეყნის გარშემო მოგზაურობისას, ხელოვანებმა  ლამაზი ბუნების ნაცვლად, საკუთარ ნახატებში ინდუსტრიული ჩინეთის შენობა-ნაგებობები და უბრალო ადამიანების ცხოვრება აღწერეს. ამ პერიოდში, შეიქმნა უამრავი ნამუშევარი, რომელმაც ძველ ხელოვნების მიმდინარეობას ახალი სიცოცხლე შესძინა. ამავე პერიოდს ეკუთვნის ახალი ძინლინგის (ნანძინგის უძველესი სახელწოდება) სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაც.

[ფოტო/ China Daily]
დღეს, ზემოთ მოხსენიებული ნამუშევრების გამოფენას ჩინეთის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენა 26 თებერვლამდე გაგრძელდება.[:]

NO COMMENTS