Home სხვადასხვა ალიბაბა ჯგუფი – იდეიდან აზიის ინტერნეტბაზრის ლიდერობამდე

ალიბაბა ჯგუფი – იდეიდან აზიის ინტერნეტბაზრის ლიდერობამდე

ლაშა ბესიაშვილი

0
75

[:ka]

ალიბაბა გრუპი არის სწრაფად მზარდი ინტერნეტ მარკეტინგის კომპანია, რომელმაც აზიის ბაზარზე ლიდერობა ინოვაციური პროდუქტითა და სერვისით რამდენიმე წელიდადში  მოიპოვა. მან გარდამტეხი როლი შეასრულა ჩინეთის ინტერნეტ სევისებისკომერციალიზაციის პროცესში. კომპანია, რომელიც 1999 წელს ქალაქ ხანჭოუში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაარსდა, მცირე დროში აზიის მასშტაბით ინტერნეტ-გაყიდვების გიგანტად იქცა, რითიც საფუძველი ჩაუყარა აზიის მასშტაბით როგორც საცალო, ასევე საბითუმო პროდუქციის ონლაინყიდვაგაყიდვას.

ომპანიის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მისი დამფუძნებლის, ჯეკ მას მიზან,ალიბაბა გრუპის მისია, ხედვა და მნიშვნელობათვალსაჩინო გაეხადა როგორც ინვესტორთათვის, ასევე თითოეული მომხმარებილისთვის. სწორედ ამ მოტივაციისა და ასევე რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით მოახერხა მან საკუთარ ბინაში დაარსებული ბიზნესის ინტერნეტ-გიგანტად ქცევა და ონლაინ გაყიდვების მიმართულებით აზიის ბაზარზე ამაყად გამოსვლა.ალიბაბა გრუპი სხვებისგან გამოირჩევა იმით, რომკომპანიის მენეჯმენტის სწორ ღირებულებებზე დაფუძნებამ, ბიზნესის წარმოება მეტადხელმისაწვდომი გახადა და ინტერნეტ ტექნოლოგიების საშუალებით მცირე თუ საშუალო ბიზნესისთვის დამახასიათებელი გარკვეული

პრობლემების თავიდან აცილება მოახერხა.

ალიბაბას კაპიტალი 2000 წელს 25 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც კომპანიის სწორი პოლიტიკითაა გამოწვეულ. მის მთავარ დამფინანსებლებსწამყვანი საფინანსო კომპანიები – Goldman suchs, softbank, fidelity investment – წარმოადგენენ, რომლებიც ალიბაბას მიზნებსა და ხედვებს იზიარებენ დაშესაბამისად მის ფინანსურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ, რაც უმთავრეს როლს თამაშობს კომპანიის განვითარებაში. იგი 2003 წელს პირველ ოფიციალურ მოგებას იღებს, რითაც ინტერნეტგაყიდვების კომერციალიზაცია ახალ საფეხურზე ინაცვლებს. ამას  მოჰყვება TAOBAO-სა და ALIPAY-ისალიბაბას ბრენდის ქვეშ გაერთიანება.

აღნიშნულით აზიის ონლაინგაყიდვებისა და ფინანსების პლათფორმა ინტერნეტ სივრცეში ინაცვლებს, რაც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით ბაზარზე გარდამტეხ როლს თამაშობს. 2007 წელს ალიბაბა წარმოდგენილია  ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე,ისთვისაც კომპანიის ფინანსური მდგრადობა ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ალიბაბა 2020 წლის მსოფლიო მონაცემებით ინტერნეტგაყიდვების მიმართულებით მესამე ადგილზე იმყოფება. მისი2019წლის შემოსავალი 56 მილიარდ დოლარს აღწევს, თანამშრომელთა რაოდენობა 100 ათასს აღემატებადა მსოფლიოს მაშტაბით 200ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს, რაც მას ინტენეტ გაყიდების მიმართულებით ერთერთ უმნიშვნელოვანეს კომპანიად

დაარსების დღიდან კომპანიის ერთ-ერთ მიმართულებას, გრძელვადიან ეკონომიკურ შემოსავლებსა და მოგებაზე ორიენტირებულობა წარმოადგენდა. ამით იგი გამორიცხავდა მოკლევადიან და არამდგრად ქმედებებს, რაც კომპანიის მენეჯმენტისთვის არ იყო მისაღები, იმ პირობებშიც კი, რომ კონკრეტულ დათმობებზე წასვლით, ბიზნესს უფრო სწრაფად განვითარებისსაშუალება მისცემდა.

ალიბაბა გრუპის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. 21-ე საუკუნის თანამედროვე ტექნოლოგიური და ინოვაციური გამოწვევებიდან გამომდინარე ალიბაბა გრუპის მთავარ იარაღი ის მომუშავე პერსონალი, რომელიც  ყოველდღიურ რეჟიმში ალიბაბას დასახულ გეგმებსა და მიზნებს რეალობად აქცევს.

ალიბაბას დამფუძნებელს მიაჩნია, რომ თითოეული თანამრომელი წარმოადგენს ინსტრუმენტს.თანამედროვე, კონკურენტული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამინური რესურსების სრული მობილიზება მიმართული უნდა იყოს ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ინოვაციების ყოველდღიურ განვითარებისკენ. ამაში კი მთავარროლს კომპანიის თითოეული თანამშრომელი თამაშობს. რომ არა მათი მოტივაცია და დაუღალავი შრომა ალიბაბა ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

[:]