მარტი26 , 2024
Projects"სარტყელი და გზა"იმპაქტ ჰაბში GIP-ის ახალი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

[:ka]იმპაქტ ჰაბში GIP-ის ახალი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

2 ოქტომბერს იმპაქტ ჰაბში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის – ჯოზეფ ლარსენის – პოლიტიკის დოკუმენტის “საქართველო – ჩინეთის ურთიერთობები: “სარტყელისა და გზის” გეოპოლიტიკა” პრეზენტაცია გაიმართა.

GIP-ის ახალ პოლიტიკის დოკუმენტში საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობებია განხილული. მასში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის შესახებ. დასკვნის სახით, პოლიტიკის დოკუმენტში საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენილია რეკომენდაციები „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთთან ურთიერთობისას მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან, უკრაინასა და თურქეთთან გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული კავშირები და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივში საქართველოს მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

ჯოზეფ ლარსენმა პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ჩინეთის მნიშვნელობას და აღნიშნა: „თუ საქართველოში რუსული ძალების ესკალაცია გაგრძელდება, ჩინეთს პოტენციურად შეეძლება მისი შეკავება, რუსეთში ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში ინვესტიციებისა და ვაჭრობის შემცირება-გამკაცრების მუქარის გზით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია, თუმცა ყურადსაღები.“

GIP-ის ახალი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რანგის წარმომადგენლები, რომელთა შორის იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებით დაინტერესებული სხვა პირები.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები