აპრილი19 , 2024

მოედნის ცეკვა

-

- Advertisment -spot_img

ჩინელი ხალხი ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აქტივობას დიდ ყურადღებას აქცევს. ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიზიკური აქტივობა მოედნის ცეკვაა (广场舞 კუანგჩანგვუ), რომელიც, ძირითადად, შუახნის და ხანდაზმულ ადამიანებს შორის სარგებლობს პოპულარობით.

მოედნის ცეკვა, როგორც წესი, დილით ადრე ან საღამოს 6 საათის შემდეგ, სხვადასხვა მუსიკის თანხლებით სრულდება. ცეკვისათვის ჩინელები პარკებსა და სხვადასხვა მოედნებს ირჩევენ (მათ შორის, სავაჭრო ცენტრების წინ მიმდებარე ადგილებს).

ცეკვა მარტივი მოძრაობებისგან შედგება, თუმცა შეხვდებით დახვეწილ, პროფესიონალ მოცეკვავეებსაც. ჩვეულებისამებრ, თითოეულ ცეკვას ერთი ლიდერი ჰყავს (ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდა მოხალისე ან შუახნის/ხანდაზმული გამოცდილი მოცეკვავე). მოცეკვავეების ასაკი შეზღუდული არ არის, თუმცა, როგორც წესი, ცეკვაში მონაწილეობას შუახნის ან უკვე პენსიაზე გასული ადამიანები იღებენ. ამგვარად ისინი ინარჩუნებენ საზოგადოებრივ ცხოვრებას, ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და დადებითი ემოციებითაც იმუხტებიან.

 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები