მარტი29 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019საქართველოს როლი „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ფარგლებში

საქართველოს როლი „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ფარგლებში

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

აბრეშუმის გზა ანტიკური და შუა საუკუნეების ევრაზიული სივრცის უდიდესი გეო-ეკონომიკური პროექტი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა აღმოსავლეთ  აზიურ ცივილიზაციებს ევროპულ ცივილიზაციებთან.  ბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალი ხარისხის ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა.

ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის თარიღად შესაძლოა 2013 წლის სექტემბერი მივიჩნიოთ, როდესაც  ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტში ჩინეთის სახალხო რესბულბიკის პრეზიდენტის სი ძინფინგის გამოსვლისას გააჟღერდა მისი იდეა: ახალი აბრეშუმის გზა, ეკონომიკური სარტყელის შესახებ. პრეზიდენტმა სიმ ევრაზიულ სახელმწიფოებს შესთავაზა თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო აბრეშუმის გზის ერთიანი კორიდორი, საერთო ეკონომიკური ზონებითა და გამართული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული ცენტრებით. 

აღნიშნული ინიციატივის გაჯღერების შემდეგ საქართველომ მალევე გამოხატა დაინტერესება „სარტყელი და გზის“ პროექტის მიმართ და ამისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. აღსანიშნავია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც პირველად საქართველოში 2015 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ემსახურება. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში. ფორუმის ფარგლებში განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთთან „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის ხელშემწყობიცაა საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ჩინეთ-საქართველოს გაღმავებული ურთიეთობების შედეგია 2015 წლის 13 დეკემბერს  „აბრეშუმის რკინიგზის“ გახსნა, რომელიც ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის კონტინენტზე სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება.

ასევე, 2017 წლის 13 მაისს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება,  ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის გახსნა, ჩინური ინვესტიციების ზრდა და სხვა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები