[:ka]

ტრადიციული ჩინური მედიცინა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი მედიცინაა ისტორიაში.ჩინური მედიცინა საკმაოდ რთულია და მისი გაგება საზოგადოების არც თუ ისე პატარა ნაწილს, უჭირს.

ჩინელი ექიმები  მცენარეულ მედიცინას და ტანვარჯიშს იყენებენ,როგორიცაა ნემსით თერაპია, და “ ტაი ჩი”.

“ტაი ჩი”- სამხედრო ხელოვნებას ნიშნავს, რომელიც 2500 წელს ითვლის,ისტორიაში.ამ შემთხვევაში სამხედრო ხელოვნება არ ნიშნავს- ბრძოლის სხვადასხვა მანერას, ეს არის ნელი,რიტმული მოძრაობები-რომლებიც ადამიანს სიწყნარისა და მშვიდობის მოსაპოვებლად ეხმარება, ეს მეთოდი “ჩიკუნგი”-(უძველესი ჩინური სისტემა,ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის)-სგან მოდის  მისი ფესვები კი ტრადიციულ,ჩინურ მედიცინას უერთდება.

ტაი ჩის ისტორიკოსის, მარვინ სმალჰეისერის ინფორმაციით, არაერთი ამ მეთოდის ოსტატი ცნობილია იმით,რომ მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგის დამარცხება რამოდენიმე მარტივი მოძრაობით (შეიძლება მხოლოდ ერთითაც), ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე, იმ დროის მონაკვეთში, სანამ მოწინააღმდეგე საერთოდ მიხვდება თუ “ რა მოხდა”, ეს მოძრაობები ძალიან ნაზია,გამოცდილ მიმდევრებს კი მისი გამოყენება მინიმალური ენერგიის ხარჯზე შეუძლიათ.

“ჩი კუნგი”(气功)ორ სიტყვას აერთიანებს.

ჩი ( Qi )- ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, ადამიანები როგორც მინიატურები დაკავშირებულები არიან სამყაროსთან,აზროვნება ეყრდნობა მუდმივ კავშირს 5 ელემენტთან – ლითონი,წყალი,ცეცხლი,ხე,დედამიწა.ზუსტად ამ ელემენტებს უკავშირდება “ჩი”-სიცოცხლის ძალა,რომლის მეშვეობითაც,სხეულის შიდა ენერგია მოძრაობს ადამიანის მთელ სხეულში-იგივე მერიდიანები.თუ ამათი ერთობლიობა საბოლოო ჯამში წყნარ მოქმედებებს გამოავლენს მაშინ ადამიანი ჯანმრთელია.

“იანგ” “ვუ” “ტაი ჩი ჩიჰ” სამი ყველაზე პოპულარული განხრაა “ტაი ჩის”- მეთოდში.

“იანგ”- მოიცავს 24 მოძრაობას, მარტივი ფორმის შემთხვევაში. 108 მოძრაობას ტრადიციულად

“ვუ”- მოიცავს 24-36 მოძრაობას,მარტივი ფორმის შემთხვევაში. 100 მოძრაობას ტრადიციულად

“ტაი ჩი ჩიჰ”-მოიცავს 20 მოძრაობას.

ითვლება,რომ “ვუ”-ს ფორმა,ყველაზე მისაღებია დამწყებებისთვის.

და საერთოდ რატომ “ ტაი ჩი” ?

  1. მოძრაობები არის ნელი,ნაზი და სხეულის კუნთების ნაკლებ გადატვირთვას იწვევს
  2. დაზიანების რისკი ძალიან მცირეა
  3. მოძრაობების გაკეთება შეგიძლიათ,.ყველგან და ყოველთვის
  4. საჭიროებს ძალიან პატარა ადგილს,არ სჭირდება სპეციალური ტანისამოსი ან აღჭურვილობა.
  5. მოძრაობებს აკეთებ შენი ტემპით,რაც შეგიძლია იმ მომენტში
  6. არაკონკურენტულია
  7. შეგიძლია ივარჯიშო ჯგუფში ან ინდივიდუალურად
  8. ბევრი მოძრაობაა თქვენს დასაინტერესებლად.
  9. მისი დახმარებით თავს იგრძონთ უფრო ჯანსაღად მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს,რომ ჩინეთში, “ტაი ჩის”- მიმდევრები ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებად ითვლებიან.

თერაპია ნემსით-იგივე ნემსით “ჩხვლეტა” 2000 წლის ისტორიას ითვლის, ზოგი კი ამტკიცებს რომ ეს რიცხვი ორჯერ მეტია, ჩინელებს სჯერა რომ ას მეთოდი სათავეს ქვის ხანიდან იღებს,როდესაც ქვის დანები ან წვეტიანი საგნები,რომლებიც დახასიათებული იყო როგორც “პიან” რომელიც ბასრი საგნის გამოყენებას ნიშნავს,ავადმყოფობის დასამარცხებლად.

ნემსის ხსენება,ხშირად შიშთან და ტკივილთან ასოცირდება. მაგრამ ეს თერაპია უსაფრთხოა თუ მას გამოცდილი ექიმი სტერილური ნემსებით გიკეთებს,სხვა შემთხვევაში ნემსით თერაპიას ცუდი გვერდითი მოვლენების გამოვლენა შეუძლია.

ზოგი მცენარეული წამალი ჩინეთში შეიძლება შეიცავდეს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და შეიძლება ჰქონდეს არაერთი ცუდი გვერდითი მოვლენა იმ ადამიანებისთვის,ვისაც განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ტრადიციული ჩინური მედიცინა ბევრ განსხვავებულ მეთოდს მოიცავს: ნემსით თერაპიას, მცენარეული, “ტუი ნა” ( თერაპიული მასაჟი), “ტაი ჩი”, “ ჩიკუნგ”

სამედიცინო ტრადიციული სისტემები ჩინეთისგან განსხვავებით ბევრ აზიურ ქვეყანაშია გავრცელებული მათ შორის იაპონიასა და კორეაში. უმეტესი მეთოდები,ჩინეთიდან წამოსულია,რომლებიც სხვა აზიურმა ქვეყანამ გადაიღო,მათი ეფექტურობის მიხედვით, მაგალითად იაპონიასი მცენარეულ მედიცინას “კამპო”-ს ეძახიან.მაგრამ თითოეულ მეთოდს აქს რაღაც ინდივიდუალური.

ტრადიციული ჩინური მედიცინა ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, არაზუსტი ინფორმაციით, 1997 წელს ამერიკაში, 10 000 ექიმი ერთ მილიონზე მეტ პაციენტს ამ მეთოდების გამოყენებით მოემსახურა.

2007 წლის მონაცემებით,ამერკაში 3.1 მილიონმა ადამიანმა, ერთ-ერთი ჩინური მეთოდი “ნემსით მკურნალობა” გამოიყენა. 2.3 მილიონმა კი “ტაი ჩი” .

ნახევარმა მილიონმა “ჩიკუნგი”.

ჩინური ტრადიციული მედიცინა საკმაოდ განსხვავებულია დასავლურისგან.

უამრავი კვლევა ადასტურებს რომ ჩინური მედიცინა განსხვავებულ ტექნიკას იყენებს.

კვლევებმა აჩვენეს,რომ (NCCIH) “ტაი ჩის” შეუძლია სტაბილურობის სრულყოფა,პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებში.

5 ყველაზე ეფექტური მცენარე,ჩინურ მედიცინაში

  1. ტა ხუანგ
  2. ცივუძია
  3. ლოტოსის მარცვლები
  4. ლინჭი
  5. ალისმა

ჩინური ტრადიციული მედიცინა ძალიან ეფექტურია თუმცა სანამ მისი მეთოდების გამოყენებას გადაწყვეტთ ან დაინტერესებული ხართ ამით, აუცილებელია კომპეტენტურ ადამიანთან კონსულტაცია.

ჩინური ტრადიციული მედიცინა- საჭიროებს მოსმენას, “უნდა უსმინო საკუთარ სხეულს”

დაახლოებით 700 მცენარეული საშუალებებიდან,ჩინელმა ექიმებმა 100 ეფექტურად გამოიყენეს,ამას დასავლური მედიცინის ექსპერტებიც ამტკიცებენ.

ჩინური მედიცინის მეთოდების გამოყენებამ საგრძნობლად მოიმატა დასავლურ მედიცინაში, ბევრ ფიზიკოსს სურდა შეესწავლა ზუსტად ის მეთოდები,რომლებიც მცენარეული საშუალებების სწორად და ეფექტურად გამოყენებას სჭირდებოდა,საზიანო შედეგების მოტანის გარეშე.მოთხოვნა და ინტერესი გახდა საფუძველი 2002 წელს წამოწყებული პროექტისა,რომლის მიხედვითაც შედგებოდა ე.წ ინსტრუქცია,ჩინური და ინგლისური სწავლების შედეგების მიხედვით,რომლებიც დასავლური მედიცინის ექიმებს დაეხმარებოდა სამკურნალო მცენარეების გამოყენებაში,ისე რომ,გამოყენებისას მათ ზიანი არ მოეტანა. იგივე “გამოყენების ინსტრუქცია”.

დღეს საკმაოდ ცნობილია ჩინური ტრადიციული მედიცინის მეთოდები,მისი ეფექტურად გამოყენება კი ყველას არ შეუძლია, ინსტრუქციების შექმნის მიუხედავად,რადგან,როგორც დასაწყისსში ვახსენე,ჩინური მედიცინა ადვილად გასაგები არ არის,თუმცაღა ისინი მარტივ მეთოდებს იყენებენ ადამიანების სამკურნალოდ. მკურნალობა კი ეფექტურია-თუ მას ის ექიმი დაგინიშნავთ,რომელსაც ჩინური მედიცინის  “ჩახლართულობები” კარგად ესმის.

[:]