Home "სარტყელი და გზა" ჩინეთის ექსპერტი 2019 ყველა დროის ცნობილი ჩინელები

ყველა დროის ცნობილი ჩინელები

თამარ ქვლივიძე

0
83

ჩინეთი დიდი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყანაა, ამასთანავე, იგი მრავალი ცნობილი ადამიანის სამშობლოა. ამ სტატიაში მოგითხრობთ ყველა დროის 5 ცნობილი ჩინელი ადამიანის შესახებ, რომელთაც სხვადასხვა მხრივ დიდი გავლენა იქონიეს არა მხოლოდ ჩინეთის საზოგადოებაზე.

კონფუცი (孔子ქუნგწ’; ძვ.წ 551-479 წწ.) ჩინეთის ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, მასწავლებელი და პოლიტიკის თეორეტიკოსია. მისმა იდეებმა უდიდესი გავლენა იქონია ჩინეთზე, განსაკუთრებით, ხანის, თანგისა და სუნგის ეპოქებში. მისი შრომები და გამონათქვამები მსოფლიოს მასშტაბითაც ძალიან ცნობილია.

მაო ძედუნი (毛泽东მაო წეტუნგ; 1893-1976 წწ.) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელი გახლავთ. იგი იყო კომუნისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი და სოციო-პოლიტიკის თეორეტიკოსი. იგი ჩინეთს რესპუბლიკის დაარსების დღიდან თავის გარდაცვალებამდე ედგა სათავეში (1949-1976 წწ.).

ბრიუს ლის (李小龙 ლი სიაოლონგ; 1940-1873) მშობლები ჰონგკონგიდან იყვნენ, თავად ბრიუსი ამერიკაში დაიბადა და შემდეგ გადავიდა ჰონგკონგში საცხოვრებლად. იგი მსოფლიოში არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი,  არამედ – რეჟისორი, საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი და ფილოსოფოსი გახლდათ. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც საბრძოლო ხელოვნებაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე პიროვნებას; მის ფილოსოფიაში წარმოდგენილია გზები, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი თავი და ვიყოთ ჰარმონიაში სამყაროსთან.

სი ძინფინგი (习近平;1953 წ.) 2012 წლიდან ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტია. ცინგხუას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი პოლიტიკაში ჩაერთო და სხვადასხვა დროს ჩინეთის სხვადასხვა პროვინციას მმართველობდა. მის სახელს უკავშირდება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივის შემუშავება, რომელსაც „თანამედროვე აბრეშუმის გზასაც“ უწოდებენ.

ჯეკ მა(马云 მა იუნ; 1964 წ.) თანამედროვე ჩინეთის ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მის სახელს უკავშირდება ონლაინმაღაზია „თაოპაოსა“ და გადახდის პლატფორმა „ალიფეის“ შექმნა. ჯეკ მა პირველი ჩინელია (მატერიკული ჩინეთიდან), რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ ფურცლებზე გამოჩნდა. მისი წარმატების ისტორია მრავალი ადამიანისთვის მისაბაძია: იგი სამჯერ ჩაიჭრა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზე, უარი უთხრეს 30-ზე მეტ ვაკანსიაზე, მათ შორის, „KFC-ში“ მუშაობაზეც; თუმცა, დიდი შრომითა და არსებული რეალობისადმი არდანებებით, მან დიდ წარმატებას მიაღწია.

NO COMMENTS