აპრილი18 , 2024
კულტურადღესასწაულებიჩინური ტრადიციული დღესასწაულები

ჩინური ტრადიციული დღესასწაულები

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულებია: „ჩუნ-ძიე“ – გაზაფხულის დღესასწაული ანუ ჩინური ახალი წელი, „ცინგმინგ-ძიე“ – გარდაცვლილთა მოხსენიების დღე, „ტუან’უ-ძიე“ – ნავების შეჯიბრი და „ჭუნგციუძიე“ – შუა შემოდგომის დღესასწაული.

„ჩუნ-ძიე“. ეს არის გაზაფხულის დღესასწაული ანუ ჩინური ახალი წელი. „ჩუნ-ძიე“ მიჩნეულია ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად. ახალი წლის დადგომის თარიღი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან და იცვლება ყოველწლიურად. ფესტივალი ტარდება დაახლოებით იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე. უძველესი დროიდან ეს დღესასწაული იყო გაზაფხულის მოსვლის სიმბოლო. მისთვის მზადებას მეთორმეტე თვიდან იწყებენ. ამ დროს სახლს რთავენ ნაყიდი და ოჯახის წევრების მიერ დამზადებული ქაღალდისგან გამოჭრილი სამშვენისებით, ხალხური ნახატებით და ა.შ. წითელი ფერი ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია. ამ დღეებში, ტრადიციულად, ადამიანები იცვამენ წითელი ფერის ტანისამოსს, ერთმანეთს უგზავნიან საჩუქრებს, რომლებიც წითლად არის შეფუთული, ქუჩები წითლად არის მორთული. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ წითელი ფერი, ხმაური და ცეცხლი განდევნის ბოროტ სულებს.
ახალი წლის წინა ღამეს ეწოდება „ჩუსი“. ამ დღეს ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, ცვლიან გასული წლის ნახატებს, მოსართავებსა და წარწერებს. ამ დღეებში ტარდება წინაპრებისთვის თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის ცერემონიები. 12 საათისთვის ამზადებენ ვახშამს, რომელსაც „ნიენიეფან“-ი ეწოდება. სუფრა მდიდრული უნდა იყოს. ჩრდილოეთში ახალი წლის სუფრის მთავარ კერძად „ძიაოწ’“ ანუ პელმენი ითვლება, რომელიც ოჯახის ერთობის სიმბოლოა, ამავდროულად, ვერცხლის ზოდის ფორმის გამო სიმდიდრის სიმბოლოცაა. სამხრეთ ჩინეთში მთავარ კერძად „ნიენკაო“ ანუ ბრინჯის ნამცხვარი ითვლება.
ღამის 12 საათიდან უშვებენ ფოიერვერკებსა და მაშხალებს.
ტაძრებსა და ქუჩებში იმართება გრანდიოზული წარმოდგენები, მიმდინარეობს კოსტუმირებული მსვლელობა ოჩოფეხებით, დრაკონისა და ლომების ცეკვები.

„ცინგმინგ-ძიე“ – მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ეს დღესასწაული გვაუწყებს გაზაფხულის ნათელი დღეების შესახებ და ეძღვნება წინაპართა ხსოვნას. უძველესი დროიდან მე – 20 საუკუნის 50-იან წლებამდე ის მთვა რის კალენდრით მესამე თვის მესამე დღეს აღინიშნებოდა. ამ დღესასწაულზე ასუფთავებენ საფლავებს, მიაქვთ საჭმელი და იქ სიმბოლურად უყოფენ წინაპრებს ტრაპეზსა და ღვინოს. ამავე დროს, გადიან გარეთ, ბუნებაში, რის გამოც, ამ დღესაწაულს, ხანდახან, ბუნებაში სეირნობის დღესაც უწოდებენ.

„ტუან’უ-ძიე“ – დრაკონის ნავების შეჯიბრის დღესასწაული. ეს დღესასწაული უკავშირდება ცნობილი ჩინელი პოეტის ციუ იუენის ხსოვნის დღეს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის ხსოვნას. ციუ იუენმა თავი მდინარე სიანში დაიხრჩო. მეთევზეები მისი ცხედრის გადასარჩენად თევზებს საჭმელად ბრინჯს უყრიდნენ. ამ დღეს ტარდება ნავებით შეჯიბრი. ასეთ ნავებს დრაკონის ნავებს უწოდებენ. შეჯიბრ ში უცხოელი სპორტსმენები და ტურისტებიც მონაწილეობენ. მზადდება „წუნგ-წი“ – ლერწმის ფოთოლში შეხვეული, ორთქლზე მოხარშული ბრინჯი.

„ჭუნგციუ-ძიე“ – შუა შემოდგომის დღესასწაული. ჩინური ახალი წლის შემდეგ
„ჭუნგციუ-ძიე“ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ეს არის მერვე თვის მეთხუთმეტე დღე, როდესაც მთვარე ზენიტშია, რის გამოც, ამ დღესასწაულს მთვარის დღესასწაულს უწოდებენ. მთვარის ჩასვლამდე ოჯახი სრული შემადგენლობით, ერთად აღნიშნავს ამ ზეიმს. ამ დღეს ამზადებენ „იუეპინგ“-ს ანუ „მთვარის ნამცხვარს“, რომე ლიც მრგვალი ფორმისაა და ოჯახის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები