მარტი24 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019წითელი სასახლის სიზმარი - 红楼梦

წითელი სასახლის სიზმარი – 红楼梦

შალვა ჩიხლაძე

-

- Advertisment -spot_img

წითელი სასახლის სიზმარი ცინგის დინასტიის შუა პერიოდის ჩინურ ლიტერატურულ შედევრადაა აღიარებული და შედის ჩინეთის ლიტერატურული ისტორიის 4 დიდ ნაწარმოებში.

წითელი სასახლის სიზმარი შექმნილია მე-18 საუკუნის შუა ხანებში, ცინგის დინასტიის ძლიერების ხანაში, ნაწარმოებს მეორენაირად “ქვის ამბავი” ეწოდება. წითელი სასახლის სიზმარი შესრულებულია პეკინურ დიალექტზე და სწორედ მასში გამოყენებული ლექსიკოლოგიური ნიმუშები გამოიყენეს მეოცე საუკუნეში სალიტერატურო ჩინურზე მუშაობისას ჩინელმა ენათმეცნიერებმა და ლინგვისტებმა. ნაწარმოების ავტორია ცაო სუეცინი და ის ნახევრად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ცაო აღწერს საკუთარი და მეგობრების ცხოვრებას, მათ პირად და საზოგადოებრივ აქტივობებს. ცაოს მონათხრობი შეიცავს უმნიშვნელოვანეს ცნობებს ცინგის დინასტიის ჩინური და მანჯურიული საზოგადოების თანაცხოვრების, სოციალური და კულტურული ნორმების შესახებ.

ნაწარმოების პირველი ბეჭდური ვერსია 1791 წლისთვის თარიღდება და ცინგის დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი იმპერატორის ციენლონგის მმართველობის ბოლო პერიოდს უკავშირდება.

წითელი სასახლის სიზმრები ინგლისურად პირველად 1868 წელს გამოიცა და დიდი დაინტერესება გამოიწვია ბრიტანულ სალიტერატურო საზოგადოებაში.

ნაწარმოების კინემატოგრაფიული ვერსია ჰონგ-კონგელმა რეჟისორებმა გადაიღეს, ხოლო ინგლისურენოვანი ოპერა 2014 წელს სან ფრანციკოს ოპერაში შეასრულეს, კომპოზიტორი ჩინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი ბრაით შენგი იყო, ხოლო ლიბრეტოს ავტორი დავიდ ჰენრი ვანგი გახლდათ.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები