მარტი24 , 2024
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ბლოგისასკოლო ოლიმპიადაზე “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?" რეგისტრაცია დაიწყო

სასკოლო ოლიმპიადაზე “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” რეგისტრაცია დაიწყო

-

- Advertisment -spot_img
თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი სკოლის მოსწავლეებისათვის აცხადებს რიგით მე-8 ოლიმპიადას ქართულ ენაზე “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” გაზაფხულის ფესტივალისა და ფარნების დღესასწაულის თემატიკაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII და უფროსი კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულების სტუდენტების მიერ მომზადებულ ინფორმაციას გაზაფხულის ფესტივალის შესახებ. მასალა განთავსებულია ჩვენ ვებგვერდზე.
ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ ფორმატში სამ ეტაპად, პირველი ეტაპი ითვალისწინებს მომზადებული მასალის მიხედვით კითხვებზე წერილობითი ფორმით ვრცლად პასუხის გაცემას, მეორე ეტაპი იქნება დახურული კითხვებზე მოკლე დროში პასუხის გაცემა, ხოლო ოლიმპიადის მესამე ეტაპზე კონკურსანტები ზეპირი ფორმით ისაუბრებენ ვრცლად ერთ-ერთ თემაზე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა საჩუქრებით, პლანშეტებით, ყურსასმენებითა და ა.შ. ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი და საჩუქარი.
ოლიმპიადის დრო: 21 თებერვალი 17:00
თემატიკა: გაზაფხულის ფესტივალი და ფარნების დღესასწაული
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/e7XkBhMuig6TuLAb6

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები