Home კულტურა ტექნოლოგიები აცოცხლებს სამუზეუმო ექსპონატებს

[:ka]ტექნოლოგიები აცოცხლებს სამუზეუმო ექსპონატებს[:]

0
360
[ფოტო:Tang Yanjun / China News Service]

[:ka]

3D ტექნოლოგიის გამოყენებით  შექმნილი ბუდას ბრწყინვალე ქანდაკება მნახველებში აღფრთოვანებას იწვევს.

ოთხშაბათს, 5 მაისს შანხაიში გამოფენა გაიხსნა, სადაც მაკაოს მღვიმეების ამსახველ ფოტოსურათებთნ ერთად უძველესი აბრეშუმის გზის 100-მდე ხელოვნების ნიმუში იყო გამოფენილი.

გამოფენა შაბათს გაიხსნა და მომავალი 10 თვე გაგრძელდება.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სამუზეუმო ექსპონატების წარმოსადგენად სიახლეა. ახალი ტექნოლოგიები ჩინეთის მუზეუმებში დღითი დღე ინერგება. გასულ კვირას, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივ ფილიალებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით სპეციალისტები გაგზავნა.

 

“თუ სტუმარებმა  გამოფენა გამოტოვეს, მათ შეუძლიათ ექსპონატები ეკრანზე დაათვალიერონ”, – ამბობს მუზეუმის დირექტორის მოადგილე კუნგ ჭანკნიანი. თანამედროვე ტექნოლოგიები მსურველებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველი გამოფენა საკუთარ სმარტფონებში ჩამოტვირთონ.

2016 წლის ბოლოსთვის, ჩინეთში 4,872 მუზეუმი იყო. ყოველწლიურად მათ 900 მილიონამდე  ადამინი სტუმრობს.

შაანსის პროვინციამ, სადაც ჩინეთში, სიდიდით მეორე ყველაზე მდიდარ კულტურული კოლექციაა, გასულ თვეში გამოაცხადა, რომ მან 282 საჯარო მუზეუმების ნახევარში უკვე დანერგა ციფრული არქივი.

“ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ 1,100 კვადრატული მეტრი ფართის სივრცე smart გამოფენისათვის”, – განაცხადა კუნგმა, მან ასევე განმარტა, რომ ვირტუალური რეალობის გამოყენება  მნიშვნელოვანია, რადგან ხალხმა ნახოს ნახატების უკეთესად წარმოჩენილი გამოსახულება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მომავალში ჩინეთის დიდი კედლის დაცვისათვის უძველესი კულტურული ძეგლის გაციფრულებას გეგმავს. ამისთვის სააგენტო ვერტმფრენისა და უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებს, რათა HD სურათები და 3D მოდელები.

აკრძალულმა ქალაქმაც აუწყო ფეხი თანამედროვეობას და ჩინეთის ტექნოლოგიურ გიგანტ Tencent-თან ხელშეკრულება გააფორმა. მათ საერთო მიზანს ერთიანი კულტურული კონტენტის შექმნა წარმოადგენს.

 [:]

NO COMMENTS